კატეგორიები

პარლამენტში ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელებენ

პარლამენტში ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელებენ. განხილვა ეკონომიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაიმართება. სხდომაზე შედგება ევროკავშირთან შეთანხმების განხორციელების საშუალოვადიანი – 2021-2023 წლების, სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც. ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას საქართველომ და ევროკავშირმა ხელი 2014 წლის მოაწერეს. ამით საქართველოს გზა ეხსნება ევროკავშირის ბაზრისკენ, თუმცა ქვეყანას არაერთი ვალდებულება ეკისრება ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით.

დაკავშირებული ამბები
კომპანია „ალიბაბა“ ევროპაში ე.წ. ქლაუდის სერვისებისთვის მონაცემთა ცენტრების მშენებლობას გეგმავს ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე მზის ენერგია ევროპას 37,4 მილიარდ ევროს უზოგავს
სხვა ამბები