კატეგორიები

ნათია თურნავა – საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმაში ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს

ნათია თურნავა – საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმაში ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ახალი სტრატეგიული გეგმა განიხილა, რომელიც USAID-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და, ზოგადად, ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. 

3 თებერვალს შეხვედრაზე მხარეებმა    ტურიზმის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზეც იმსჯელეს, რაც USAID-ის წარმომადგენლების განცხადებით, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში  პრიორიტეტი იქნება.

„ჩვენ განვიხილეთ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც გვაქვს წლების მანძილზე ამ ორგანიზაციასთან. რასაკვირველია, USAID-ის ფარგლებში თანამშრომლობა ასახავს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და აშშ-ს შორის. და აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობაში ახლა იწყება ახალი ეტაპი, დგება ახალი სტრატეგიული გეგმა, სადაც ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც, ისევე როგორც აქამდე იყო.  განვითარდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორშიც. ეს იქნება ენერგეტიკული რეფორმების მხარდაჭერა, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით,  USAID-ის ახალ სტრატეგიულ გეგმაში ისევ მნიშვნელოვანი რჩება  მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება, რაც რამდენიმე მიმართულებით განვითარდება. ერთ-ერთი მიმართულება  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გაძლიერებისა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა იქნება.

„ამ კუთხით, ჩვენ ერთმანეთთან აქამდეც ვთანამშრომლობთ და ძალიან საინტერესო პროგრამები გვაქვს, მათ შორის უცხოელი ინვესტორების მოზიდვის ნაწილში.  USAID-ი   გვეხმარება სხვადასხვა განთავსების, მრჩევლებისა და კონსულტანტების მოზიდვით, ვინც საქართველოს მიმზიდველობას გააცნობს სხვადასხვა ქვეყნის გლობალურ ინვესტორებს.  და სწორედ ამ  მიმართულებითაც გავაძლიერებთ მუშაობას,“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დაკავშირებული ამბები
მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი რუსული იერიშები, უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარულ მისიებს საფთხეს უქმნიან დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს
სხვა ამბები