რა ბედი ელის რუს ოპოზიციონერს?
1917 წლის 16 აპრილს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამშობლოში დაბრუნდა, მას არც თვითმფრინავით უმგზავრია და არც ცნობილი ამერიკული სერიალისათვის უყურებია გზაში სხვების დასანახად. მიუხედავად იმისა რომ ვლადიმერ ლენინმა და ალექსეი ნავალნიმ სამშობლოში დასაბრუნებლად სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენეს, მათი მგზავრობის მიზანი ერთია, ხელისუფლებაში მოსვლა.
გერმანული სამგზავრო ბილეთის მიღმა ალექსეი ნავალნი ვლადიმირ ლენინს ბევრი არაფრით ჰგავს, მათ შორის საერთო საკმაოდ ცოტაა, მაგალითად საქართველოს სახელმწიფოსადმი მტრული განწყობა.
სამართლიანობისათვის უნდა ითქვას რომ ალექსეი ნავალნის თანაპარტიელების თქმით რუსული ოპოზიციის ლიდერი ქართველებს მღრნელებად აღარ თვლის და აღარც ქართული სამხედრო გენშტაბის სარაკეტო დაბომბვის მომხრეა.
ალექსეი ნავალნი, მისი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ქართულ მიწებსაც ჩვენი სახელმწიფოს ნაწილად აღიარებს.
მიუხედავად იმისა თუკი რა განწყობა არის საქართველოში ალექსეი ნავალნის მიმართ, ამ პოლიტიკოსის კარიერის ამჟამინდელი ეტაპი ჩვენს ქვეყანაში დიდ ინტერესს იწვევს, ალექსეი ნავალნის შესახებ სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ”, რონდელის ფონდის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი მოიწვია.