კატეგორიები

პოლონეთში სავაჭრო ცენტრები პირველი თებერვლიდან გაიხსნება

პოლონეთში სავაჭრო ცენტრები პირველი თებერვლიდან გაიხსნება

პოლონეთში სავაჭრო ცენტრები პირველი თებერვლიდან გაიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნედზელსკიმ განაცხადა. ყველა სხვა შეზღუდვა ქვეყანაში 15 თებერვლამდე შენარჩუნდება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პოლონეთში კორონავირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ევროპის სხვა ქვეყნებში არსებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ვირუსის ახალი შტამის გავრცელება.

პოლონეთში სავაჭრო ცენტრები,ზამთრის კურორტები და სასტუმროები დეკემბრის ბოლოს დაიხურა. სკოლებში გაკვეთილებს მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პოლონეთში კორონავირუსი თითქმის 1,5 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა გარდაიცვალა 36 443 ინფიცირებული.

დაკავშირებული ამბები
ახლო აღმოსავლეთში მყიფე მშვიდობის ფონზე ნავთობის ფასი იკლებს არჩევნების საბოლოო შედეგებმა ისრაელის პოლიტიკური ჩიხი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა
სხვა ამბები