კატეგორიები

29 იანვრიდან პორტუგალია ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს

29 იანვრიდან პორტუგალია ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს

კორონავირუსის ახალი სახეობების გამოვლენის გამო პორტუგალია ბრაზილიასთან 29 იანვრიდან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს.

პორტუგალიის მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ახალი რეგულაციის მიზანი კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების შეჩერებაა.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ფრენები ბრაზილიიდან და ბრაზილიის მიმართულებით პორტუგალიაში SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა და ვირუსის ახალი სახეობების გამოვლენის გამო“, – ნათქვამია პორტუგალიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრაზილიასთან და დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, სულ მცირე, 14 თებერვლამდე დარჩება ძალაში. შეზღუდვა ყველა კომერციულ და კერძო ფრენას ეხება, გამონაკლისია ჰუმანიტარული მიზნის მქონე ფრენები.

დაკავშირებული ამბები
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 919-მდე გაიზარდა, 4793 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა ირანმა იორდანიაში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე საჰაერო იერიში მიიტანა
სხვა ამბები