მთავარიკულტურაფრანგული სერიალის ტრიუმფი Netflix-ზე

ფრანგული სერიალის ტრიუმფი Netflix-ზე

ნეტფლიქსის სერიალმა, სახელწოდებით „ლუპინი“ ერთ თვეში 70 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს პირველი ფრანგული პროექტია, რომელიც ამერიკაში სერიალების ტოპათეულში შევიდა. „ლუპინის“ სიუჟეტი აღებულია მორის ლებლანკის  ნაწარმოებიდან „ჯენტლმენი ქურდი“ და მისი მთავარი გმირი არსენ ლუპინი ვირტუოზი მძარცველია.

მორის ლებლანკის შვილიშვილი, ფლორენსი, მიიჩნევს, რომ სერიალი კარგი ნამუშევარია, თუმცა მისი წიგნთან დაკავშირება უჭირს.

„ძალიან სახალისო და კარგად გადაღებული ფილმია. პირველ ეპიზოდში ზედმეტად ბევრია ძალადობის ამსახველი სცენა. მეორე ნაწილში ნაკლები დაძაბულობაა და აქ მეტად იგრძნობა მორის ლებლანკის სული. სერიალი წიგნის თანამედროვე ვერსიაა, ამიტომ რთულია, ნაწარმოები ფილმთან დააკავშირო. ომარ საი არ არის არსენ ლუპინი, ის უბრალოდ თავის გმირს ბაძავს“, – აცხადებს ფლორენს ლებლანკი.

საერთაშორისო წარმატებას ომარ საი ტვიტერზე გამოეხმაურა. „70 მილიონი ნახვა გამაოგნებელია“, – წერს მსახიობი.

მას შემდეგ, რაც ნეტფლიქსის სერიალი მაყურებელმა იხილა, მორის ლებლანკის წიგნის გაყიდვებმა ამაზონზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

„როგორც კი სერიალი გამოვიდა, გაყიდვებმა მნიშვნელოვნად იმატა. წიგნი, რომელიც ფილმში ომარ საისა და მის შვილს ხელში უჭირავთ, მუდამ დეფიციტურია და არ იშოვება. შემდეგ ხელახლა ვაძლევთ შეკვეთას და ისევ მალე იყიდება. ამით ჩვენც ვსარგებლობთ და როცა ახალგაზრდები შემოდიან, ვცდილობთ, სხვა საინტერესო წიგნებიც შევთავაზოთ“, -ამბობს ამანდა შპიგელი, პარიზის წიგნის მაღაზიის მენეჯერი.

„ლუპინი“ ერთადერთი უცხოური სერიალი არ არის, რომელმაც ნეტფლიქსზე ტრიუმფი მოახდინა. კინოკრიტიკოსები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ფილმების ასეთმა წარმატებამ შესაძლოა შეამციროს ამერიკული კინემატოგრაფიის გავლენა მსოფლოში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend