მთავარიმსოფლიო,,ევროპაში ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია მთიან ყარაბაღში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით“ - სერგეი ლავროვი

,,ევროპაში ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია მთიან ყარაბაღში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით“ – სერგეი ლავროვი

საქართველოში ვიზიტამდე, ირანის საგარეო მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი, აზერბაიჯანსა და რუსეთში იმყოფებოდა. მან რეგიონალური ტურნეს ფარგლებში შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველო, თურქეთი, ირანი და ევროპის რიგი ქვეყნები დაინტერესებულები არიან მთიან ყარაბაღში ეკონომიკის აღდგენით, რასაც რუსეთი მიესალმება.

როგორც ირანელ კოლეგასთან მოჰამად ჯავად ზარიფთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, უკვე გაისმის ინიციატივები, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთის, თურქეთისა და ირანის მონაწილეობით, “რეგიონში ახალი რეალობის გათვალისწინებით, ურთიერთობების დამყარებას ცდილობდნენ”.

“რუსეთის, ირანის და თურქეთის გარდა, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპაში, რომელიც დაინტერესებულია მთიან ყარაბაღში და მის გარშემო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით. მგონია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. აქ ყველაზე მთავარია, ყველა გარე მოთამაშე პირველ რიგში ფიქრობდეს იმაზე, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ეკონომიკური ფუნდამენტის შექმნა, გაძლიერება და გამყარება”, – განაცხადა ლავროვმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მისი ტურნეს მიზანია, კავკასიაში ექვსმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შექმნა, რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, ირანს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.

მოჰამად ჯავად ზარიფი საქართველოს 27-28 იანვარს ეწვევა და შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend