მთავარიმთავარი ამბავიირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

 „მოხარული ვარ, რომ მეორე ვადით, დამტკიცებული ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე“,- ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ვიცე პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დაემსთან გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებიც.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ჩვენს დელეგაციასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend