მთავარიმსოფლიოპორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მარსელო რებელუ დე სოუზამ გაიმარჯვა. არჩევნებზე ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ დაბალ, 40 პროცენტიან აქტივობას პორტუგალიაში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებენ.

პორტუგალიის პრეზიდენტისთვის ეს ბრწყინვალე გამარჯვება აღმოჩნდა. ის ქვეყნის სათავეში მეორე ვადით ბრუნდება.მარსელო რებელუ დე სოუზამ ხმების 61 პროცენტი დააგროვა და ახლა ის ქვეყნის მართვას 5 წლის განმავლობაში შეძლებს.

არჩევნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩატარდა, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს პანდემიაზე ისაუბრა.

მარსელო რებელუ დე სოუზა- პორტუგალიის პრეზიდენტი:

“გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა, ასეთ რთულ პერიოდში, თქვენი ნდობა რომ დავიმსახურე, უფრო მადლიერი ვარ, ვიდრე 2016 წელს.’

ეს გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა პოპულისტ კანდიდატ ანდრე ვენტურასთვისაც, მან ხმების 12 პროცენტი დააგროვა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლიტიკაში მემარჯვენე პოლიტიკოსი შევიდა.

ანდრე ვენტურა- პარტია “ჩეგას” ლიდერი:

“ამ დღეს მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ჩვენ  პორტუგალიაში მემარცხენე პარტია დავამარცხეთ.”

სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებზე აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო და 40-% ზე ნაკლები შეადგინა. შეზღუდვების მიუხედავად, არჩევნები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ქვეყანაში ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვლინდება.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend