კატეგორიები

ისრაელში კორონავირუსის შეზღუდვებს აპროტესტებენ

ისრაელში კორონავირუსის შეზღუდვებს აპროტესტებენ

ისრაელის ქალაქებში ულტრაორთოდოქსებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო გამოსვლები კორონავირუსის გამკაცრებულ შეზღუდვებს მოჰყვა.

ისრაელის ქალაქებში ულტრაორთოდოქსებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო გამოსვლები კორონავირუსის გამკაცრებულ შეზღუდვებს მოჰყვა.

აშდოდსა და იერუსალიმში სამართალდამცავებმა იმ რელიგიური სკოლების დაკეტვა სცადეს, რომლებიც, კარანტინის მიუხედავად, მაინც გიხსნა. ქალაქ აშდოდში ულტრაორთოდოქსული სკოლის წინ სამართალდამცავებმა ათობით დემონსტრანტი დააკავა.

პანდემიის განმავლობაში ბევრმა ულტრაორთოდოქსულმა თემმა რეგულაციები უგულვებელყო და სკოლები მაინც გახსნა, სინაგოგაში კი ხალხმრავალ ქორწიელებსა და დაკრძალვის რიტუალებს ატარებენ.

გამკაცრებული შეზღუდვები კორონავირუსის მაღალ მაჩვენებელს მოჰყვა. ისრაელში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევების ერთი მესამედი სწორედ ულტრაორთოდოქსების თემში გამოვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენენ.

 

დაკავშირებული ამბები
ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები გარღვევის გარეშე დასრულდა, მხარეები ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდებიან იაპონელების ნაწილი სანაე ტაკაიჩის მთავრობის ახალ უსაფრთხოებით პოლიტიკას აპროტესტებს
სხვა ამბები