კატეგორიები

ფქვილზე სუბსიდირების მაჩვენებელი გაიზარდა

ერთ ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 1–დან 15 ლარამდე იზრდება.

მთავრობის დადგენილებით, 1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15 ლარამდე იზრდება. უფრო ზუსტად, სახელმწიფოს  სუბსიდია ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარის ნაცვლად, არაუმეტეს 15 ლარით განისაზღვრა.

სუბსიდირების გაზრდილი მაჩვენებელი 2021 წლის პირველი თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე იმოქმედებს.

პირველი ხარისხის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა გასული წლის პირველ დეკემბერს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში გაგარძელდება. საერთო ჯამში სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე 10 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

 

Related news
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი კვლავ არ ჩანს - ვარაუდობენ, რომ იგი მძიმედ არის დაშავებული პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს
სხვა ამბები