კატეგორიები

კორონავირუსის ბრიტანული შტამი 60 ქვეყანაში დადასტურდა

კორონავირუსის ახალი ე.წ. ბრიტანული შტამი სულ მცირე 60 ქვეყანაში აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  (ჯანმო) მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამი სულ მცირე 60 ქვეყანაში დადასტურდა.

სულ ერთი კვირის წინ, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კოვიდ 19-ის ბრიტანული შტამი აღმოჩნდა, 50-ზე ნაკლები იყო.  რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამს, ჯანმოს ბოლო ინფორმაციით,  ის მსოფლიოს 23 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულშია აღმოჩენილი.

მეცნიერების განმარტებით, ახალი შტამები, აქამდე ცნობილ სახეობებთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება. თუმცა, ჯერჯერობით, მეცნიერებს არა აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ ახალი შტამები ან დაავადების უფრო მძიმე ფორმით ხასიათდებიან, ან სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლი აქვთ.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 96 მილიონს გადააჭარბა. ამათგან 69 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა,  2 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა.

დაკავშირებული ამბები
მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი რუსული იერიშები, უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარულ მისიებს საფთხეს უქმნიან დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს
სხვა ამბები