კატეგორიები

უამინდობა იტალიაში

უამინდობა იტალიაში

იტალიაშისზოგიერთ რეგიონში  ძლიერი წვიმა და თოვლი მოვიდა,  რის გამოც მეწყერის, წყალდიდობისა და ზვავის საშიშროება შეიქმნა.

ვენეტოს, ლომბარდიისა და ტოსკანას რეგიონებში მეხანძრეები  სამაშველო სამუშაოებს 48 საათის განმავლობაში  ასრულებდნენ.

მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც 60-მდე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დაღუპულია ერთი ადამიანი, რომელიც არხში ჩავარდა.

ერთ-ერთ რეგიონში გოსალდოს ხიდი ჩაინგრა და თან სახანძრო მანქანა ჩაიყოლა.

საბედნიეროდ, მანქანა ცარიელი იყო და მეხანძრეებმა თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარეს.

უსაფრთხოების მიზნით, ჩაიკეტა ბრენერის სარკინიგზო ხაზი, რომელიც ბოლცანოსა და იტალია-ავსტრიას აკავშირებს. შაბათს საღამოს კი ბრენერის საავტომობილო გზაც ჩაიკეტა. ამჟამად იტალიიდან ავსტრიაში გადასვლა შეუძლებელია.

დაკავშირებული ამბები
ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები გარღვევის გარეშე დასრულდა, მხარეები ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდებიან იაპონელების ნაწილი სანაე ტაკაიჩის მთავრობის ახალ უსაფრთხოებით პოლიტიკას აპროტესტებს
სხვა ამბები