კატეგორიები

რელიგიური ექსტრემიზმი

რელიგიური ექსტრემიზმი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ უპრეცედენტო ზომების მიღებას აპირებს.

მინისტრის გეგმის მიხედვით,  უნდა შემოწმდეს 76 მეჩეთი, საიდანაც 16 პარიზშია, ხოლო 60 –  ქვეყნის დანარჩენ ნაწილში.

დარმანინმა ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შემოწმების შედეგად, შესაძლოა, ზოგიერთი  მეჩეთი დაიხუროს კიდეც.

მისი განცხადება წინ უსწრებდა მინისტრთა საბჭოს მიერ „ რესპუბლიკური პრინციპების განმტკიცების“ შესახებ კანონპროექტის განხილვას. კანონპროექტის მიზანი რადიკალური ისლამისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობა ბოლო დროს გახშირებულ ისლამისტურ თავდასხმებს გამოეხმაურა და დაგმო ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსანი მუსლიმებთან დაკავშირებით იყენებს გამოთქმას -„შიდა მტერი“ .

ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი, რომელმაც ქვეყანა შეძრა, მოზარდი ექსტრემისტის მიერ სკოლის პედაგოგის მკვლელობა იყო.

პედაგოგი სამუელ პატი კლასში ისლამის მქადაგებლის მუჰამედის კარიკატურებს განიხილავდა, რაც მისთვის ფატალურად დასრულდა.

Related news
„უმჯობესია, არ გამოცადონ ჩვენი ძალა“, - აზერბაიჯანის პრეზიდენტი თეირანს აფრთხილებს ნახჭევანის აეროპორტზე დრონებით თავდასხმის შემდეგ, ბაქო თეირანს მკაცრი პასუხის შესახებ აფრთხილებს
სხვა ამბები