მთავარიმსოფლიოევროპა„მშვიდობა დათმობის გარეშე არ მოდის” - EURONEWS-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ანდჯეი დუდასთან

„მშვიდობა დათმობის გარეშე არ მოდის” – EURONEWS-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ანდჯეი დუდასთან

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ფიქრობს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად კომპრომისებზე წასვლა მოუწევს. Euronews-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს დონალდ ტრამპის გარდა ვერავინ შეაჩერებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მოუწოდა, რომ დაეთანხმოს სამშვიდობო შეთანხმებას, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს,  შეინარჩუნოს ტერიტორიული მონაპოვარი. თუმცა, დუდა ამტკიცებს, რომ მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარეს მოუწევს დათმობაზე წასვლა.

„რუსეთ-უკრაინის ომში კომპრომისები აუცილებლად იქნება საჭირო. რეალურად  ამ ამბავში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა დათმობებზე წასვლაა. ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა ვერ იტყვის, რომ რომელიმემ ამ ომში გაიმარჯვა. რა იქნება უახლოეს მომავალში? ამაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე ძალიან მიჭირს“, – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.

რაც შეეხება ტარიფებს, მან განმარტა, რომ ევროპას მოუწევს მძიმე მოლაპარაკება, რათა მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს.

„ტრამპი უჩვეულო პოლიტიკოსია. ის კაზინოებს ფლობდა. ამ კაცს ბიზნესს ვერავინ ასწავლის. ვფიქრობ, რომ ტრამპი პოლიტიკას ბიზნესის გადმოსახედიდან უყურებს და ეს მხოლოდ ბიზნეს თამაშია, რომელიც მან მეორე ვადით არჩევის შემდგომ შემოიტანა პოლიტიკაში“, – მიიჩნევს ანჯეი დუდა.

ანჯეი დუდამ ეს ინტერვიუ Euronews-ს „სამი ზღვის სამიტის“ ფარგლებში მისცა, სამიტზე საერთაშორისო ურთიერთობებში უსაფრთხოების გაზრდის საკითხს განიხილავენ..

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend