თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდებულის პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელი, ლაშა ხარხელაური დაიკითხა.
„ვითხოვდი, ვინმე დასწრებოდა ჩხრეკას. ვიმეორებდი, რომ კანონში ასე წერია. ბატონი ლაშა დამცინოდა, „კანონი არა ისო…“, – განაცხადა ნიკა კაციამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.
მოწმე პოლიციელმა პასუხად თქვა, რომ „ასეთი ფაქტი არ ყოფილა.“
ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ნიკა კაცია ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და მის დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მას ედავება, 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.