მთავარისაქართველოსაჯარო სექტორის ყოფილი თანამშრომლები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ

საჯარო სექტორის ყოფილი თანამშრომლები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ

ბოლო თვეების განმავლობაში საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულმა ყოფილმა მოხელეებმა მორიგი ბრიფინგი გამართეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს მათი გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზებზე.

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის” წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში გრძელდება რეორგანიზაციის სახელით შეფუთული, პროფესიონალი კადრების უკანონო გათავისუფლებები, რადგან მათ ღიად დაუჭირეს მხარი ქვეყნის ევროინტეგრაციას. მათივე თქმით, ყველა ასეთ შემთხვევაზე სამართლებრივი დავა იწყება.

“ჩემი გათავისუფლება მოხდა თებერვლის ბოლოს რეორგანიზაციის შემდეგად. ჩვენი უწყებიდან ანუ შსს-ს სასაზღვრო პოლიციიდან, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გათავისუფლდა დაახლოებით 50 ადამიანი. რეორგანიზაცია ჩატარდა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ჩემი გათავისუფლება. ის ინსტიტუციური ერთეული, რომელიც მე მექვემდებარებოდა, მთლიანად გაუქმდა და გაუქმდა ჩემი პოზიცია შესაბამისად.

ერთადერთი მიზეზი, რაც არსებობდა, იყო ის, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები აღარ ემთხვეოდა ხელისუფლების პოზიციებს. ჩემი პოზიცია იყოს ის, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადადებული, შეფერხებული და ა.შ.”, – ამბობს შსს-ის ყოფილი თანამშრომელი, კარლო ცქიტიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend