მთავარიაზიაჩინეთიაშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს “ტიკტოკის” აკრძალვის შესახებ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს “ტიკტოკის” აკრძალვის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში “ტიკტოკის” დაბლოკის საშუალებას იძლევა. კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ “ტიკტოკის” მფლობელ კომპანია „ბაიტდენსს“ ჩინეთის კომუნისტურ პარტისთან აქვს კავშირები.

აშშ-ში “ტიკტოკის” შესაძლო აკრძალვას გამოემხაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ვან ვებერი: „ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი ამერიკას აყენებს სამართლიანი კონკურენციის პრინციპისა და საერთაშორისო ეკონომიკური და სავაჭრო წესების საპირისპირო მხარეს. თუ ეროვნული უსაფრთხოების გამოყენება შეიძლება სხვა ქვეყნების კონკურენტული კომპანიების დასათრგუნად, მაშინ სამართლიანობა საერთოდ არ არსებულა. ეს მძარცველური ლოგიკაა, როდესაც ცდილობ ყველა ხერხი გამოიყენო და სხვებს ყველაფერი წაართვა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend