კატეგორიები

ზელენსკი ტრამპისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზიის მიღებას ცდილობს

ზელენსკი ტრამპისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზიის მიღებას ცდილობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ომი მომავალ ზამთრამდე თუ არ დასრულდება, უზრუნველყოფილი მაინც იქნება ცეცხლის შეწყვეტა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი განზრახ გაურბის პირდაპირ მოლაპარაკებებს.

საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტზე გამოსვლისას ზელენსკიმ ასევე  დაადასტურა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს  Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ქვეყნის შიგნით წარმოების ლიცენზიის მიღება სთხოვა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ამერიკის ლიდერს ამ საკითხთან დაკავშრებით დადებითი პოზიცია ჰქონდა.

კიევი პრიორიტეტს ანტიბალისტიკური წარმოების სისტემას ანიჭებს, რადგან ახლო აღმოსავლეთში ომმა „პეტრიოტის“ რაკეტების გლობალური მარაგის თითქმის ერთი მესამედი ამოწურა, რამაც უკრაინა სარაკეტო დარტყმების მიმართ დაუცველი გახადა.

თუმცა უკრაინამ დრონების საწინააღმდეგო გამოცდილება მიიღო და ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებით 90%-იანი განეიტრიალების მაჩვენებელი შეინარჩუნა.

ამ გამოცდილებამ უკრაინა საჰაერო თავდაცვის მიმწოდებლად აქცია, ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ კიევი ამჟამად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით კანადასთან დრონების წარმოების მნიშვნელოვან შეთანხმებას დებს.

დაკავშირებული ამბები
ზელენსკი ტრამპისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზიის მიღებას ცდილობს უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი კვლავ არაა მზად, კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს