კატეგორიები

ლეო მესიმ 2026 წლის მუნდიალი „ჰეთ ტრიკით“ დაიწყო

ლეო მესიმ 2026 წლის მუნდიალი „ჰეთ ტრიკით“ დაიწყო
ყველაზე მასშტაბური სპორტულ ტურნირზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხმაურიანად დაბრუნდა. ლეო მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენიტინის პირველ შეხვედრაში ალჟირის წინააღმდეგ, ჰეთ ტრიკი შეასრულა და მოქმედ ჩემპიონს 3 ქულა მოუტანა.

მატჩის მასპინძელი ქალაქის კანზას-სიტის ქუჩბი არგენტინის ეროვნული ნაკრების ფერებში გამოწყობოლი გულშემატკივრებით გაივსო. მატჩის შემდეგ ორივე გუნდი გულშემატკივრები მადლიერები იყვნენ, რომ მათ უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელის თამაშის ხილვის შესაძლებლობა მიეცათ.

„მეფე მეფეა. მესი მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გოლით დაბრუნდა. მბაპემ ორი გაიტანა, ამერიკელმა ფეხბურთელმაც ორი, მაგრამ ახლა მესის სამი აქვს. მეფე მეფეა“, - ამბობს არგენტინის გულშიმეტკივარი, ხოზე ლუის სეკერა.

„ვიღაცამ მკითხა, როგორი იყო ჩემი გამოცდილება? მესი არის ეს გამოცდილება. ჰეთ-თრიკი. მსოფლიო ჩემპიონატი. პირველად ჩემს ცხოვრებაში. ჩემი პატარა გოგო აქ მოვიყვანე. დაუჯერებელია. ვიტირეთ. ბევრი ვიტირეთ“, - ამბობს ალდო მარტინესი, რომელიც შეხვედრას შვილთან ერთად დაესწრო.

ლეო მესის თამაშით აღფთოვანებული იყვნენ ალჟირის ნაკრების გულშემატკვრებიც.

„რთულია. ჩემთვის რთულია. მაგრამ რადგან ეს მარცხი ისეთი ვარსკვლავისგან მოდის, როგორიც მესია, ამას დიდი გულით ვიღებ. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მესია, და ახლა მისი კარიერის ბოლო ეტაპია. ვულოცავ მესის და არგენტინას“, - ამბობს ტარეკ სუფანი.

2026 წლის მუნდიალზე მოქმედი ჩემპიონის გახსნითი მატჩის სანახავად ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მოწყობილ ფან-ზონაში. „ალბასეტეს“ გულშემატკივრებს სჯერათ, რომ მათი ნაკრები ტიტულის დაცვას შეძლებს.

„გამარჯვება დაგვიბრუნა რწმენა, რომ ეროვნულ ნაკრებს მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია. ჩვენ ამის სრულად გვჯერა. თავიდანვე მჯეროდა, რომ 3:0 მოვიგებდით. ეს მატჩის დაწყებამდეც ვთქვი. ამ გამარჯვებით გვჯერა, რომ მეოთხე ტიტულის მოპოვება შესაძლებელია“, - ამბობს ეველინ ფლორესი.

ალჟირის წინააღმდეგ შეხვედრაში, რაც ლეო მესის სამაკრებო კარიერაში მე-200 მატჩი იყო, ანგარიში ლეო მესიმ პირველი ტაიმის მუწირულს საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გაიტანა. მეორე ტაიმში კი ალჟირის მეკარის ლუკა ზიდანს, რომელიც ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის შვილია, კიდევ ორი გოლი გაუტანა და მუნდიალებზე პირველი ჰეთ ტრიკი შეასრულა. „ალბისელესტეს” ათიანმა ეროვნულ გუნდში ჯამში 120 გოლი დააგროვა, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი 16 გოლი, რითაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, გერმანელ მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა. მეექსვე მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის მიუხედავად, არგენითინის ნაკრების კაპიტანი ამბობს, რომ ფეხბურთის თამაში სიამოვნებას კვლავ ძველებურად ანიჭებს.

„გუნდი ისეთი ერთიანი და ძლიერია როგორც არასდროს. ეს ყველა ვარჯიშზე, ყველა ამხანაგურ მატჩში ჩანს. ეს არის გუნდი, რომელიც იბრძვის, რომელსაც ყოველთვის მეტი უნდა და ყოველთვის ცდილობს. ხან უკეთ გამოსდის, ხან უარესად, მაგრამ მუდამ აქვს სურვილი იყოს საუკეთესო და გამარჯვებისთვის იბრძოლოს. სიმართლე გითხრათ, ეს არის გუნდი, რომელიც ამ ყველაფერ იმსახურებს. როგორც ყოველთვის, ამ ყველაფერს იგივე სიამოვნებით ვიღებ.  არაფერი განსაკუთრებული. მიყვარს თამაში, მიყვარს კონკურენცია, სადაც არ უნდა იყოს. დღეს კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ. რა თქმა უნდა, არის დამატებითი ბედნიერების განცდა, მაგრამ ამას ზუსტად ისე ვუდგები, როგორც მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი,“ - ამბობს ლეო მესი.

დამაჯერებელი გამარჯვებით ალბისელესტე J ჯგუფში სამი ქულით პირველ ადგილზეა. 3 ქულა აქვს ავსტრიის ნაკრებსაც, რომელმაც იორდანიის ნაკრები 3-1 დაამარცხა. მეორე ტურში არგენტინა სწორედ ავსტრიას დაუპირისპირდება, ხოლო ალჟირი იორდანიას შეხვდება.

დაკავშირებული ამბები
ლეო მესიმ 2026 წლის მუნდიალი „ჰეთ ტრიკით“ დაიწყო კოტ დ'ივუარის ნაკრების გულშემატკივრებმა ეკვადორთან გამარჯვება ქუჩებში აღნიშნეს