საფრანგეთის კურორტ ევიან-ლე-ბენში დიდი შვიდეულის ლიდერების შეკრებაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ხელოვნურ ინტელექტზე მსჯელობას. ჯგუფის წევრი ქვეყნების პირველმა პირებმა, მოწვეულ პარტნიორებთან ერთად განიხილეს თანამედროვე ინოვაციები და ის გამოწვევები თუ შესაძლებლობები,რომელიც მან პლაეტას მოუტანა.
მსჯელობა შედგა ბოტებისა და აგენტების სანდოობაზე და იმაზეც, თუ როგორ წარმოაჩენს ხელოვნური ინტელექტი სიმართლესა და მცდარ ინფორმაციას.
ცნობილია,რომ განხილულ იქნა გეგმა,რომლის მიხედვითაც, გარკვეულ „სანდო პარტნიორებს“ ევროპაში მიეცემათ წვდომა ამერიკული კომპანიების, მათ შორის Anthropic-ის, მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე. ეს კი იმ შეზღუდვების გვერდის ავლაა,რომლის მიხედვითაც არაამერიკულ წყაროებს ამ ინფორმაციაზე წვდომა ვერ ექნება.ჯერ არ დასახელებულა კონკრეტული ქვეყნები,რომლებიც ამ სქემაში განიხილებიან, რადგან როცესი მოლაპარაკებების ეტაპზეა. ცნობილია, რომ დაიგეგმა შეხვედრა კომპანიასა და ევროპულ კიბერუსაფრთხოებით სააგგენტო ENISA-ს შორის, ის უკვე ხვალ სან ფრანცისკოში შედგება, ამას ევროკომისიაში ადასტურებენ.
თავად გადაწყვეტილების მიმღები პირები უშუალოდ ხელივნურ ინტელექტზე მომუშავე წამყვანი კომპანიების დამფუძნებლებს ესაუბრნენ. ასეთები იყვნენ Open AI-ის დამფუძნებელი, სემ ალტმანი, ისევე როგორ Anthropic-ისა და Meta-ს ხელმძრვანელები, დარიო ამოდეი და ალექსანდრ ვანგი.
მათთან ინდივიდუალური სეხვედრა გამართა ფრანგულმა მხარემ, როგორც მასპინძელი ქვეყნის პრეზინდეტმა, ემანუელ მაკრონმა ინოვაციურ გარღვევებზე და მათ რისკებსა თუ უპირატესობებზე მოწვეულ სტუმრებთან ცალკეულად იმსჯელა.
