ნორვეგიის ვარკვლავი ერლინ ჰაალანდი მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორის წერას დუბლით იწყებს. ნორვეგიელი თავდამსხმელის მუნდიალის დებიუტი ბოსტონის სტადიონზე შედგა, სადაც „ვიკინგებმა“ ერაყის ნაკრები 4-1 დაამარცხეს.
ძლიერი შემადგენლობიდან გამომდინარე, ბევრი ნორვეგიის ნაკრებს ერთ-ერთ ფავორიტადაც კი მიიჩნევდა. დამაჯერებელი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ კი, ნორვეგიელ გულშემატკივრებს დამატებითი რწმენა მიეცათ, რომ მათი ნაკრები წლევანდელ მუნდიალზე შორს წავა.
„ვფიქრობ, შედეგი მოსალოდნელიც იყო. ძალიან კარგი შედეგია. ვფიქრობ, ფურცელზე აშკარად უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ერაყია. მგონია, რომ ბიჭებმა თავი კარგად წარმოაჩინეს და შედეგიც დადეს. ასე რომ, შესანიშნავი თამაში გამოვიდა”, - ამბობს ნორვეგიის ნაკრების გულშემატკივარი, იენს ჰოფი.
„უფრთხილდით ნორვეგიას! ჩვენ მსოფლიო ჩემპიონობამდე მივდივართ!“ - ამბობს ნორვეგიის ნაკრების გულშემატკივარი, ისაკ ჰაეიდეკი
I ჯგუფის მატჩში ერლინგ ჰაალანდმა დუბლის გაფორმება პირველივე ტაიმში შეძლო. თუმცა, ერაყის ნაკრებიც საკმაო კარგ ფეხბურთს აჩვენებდა და აიმენ ჰუსეინის თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო. მეორე ტაიმში ნორვეგიამ კიდევ 2 გოლი გაიტანა. შეცვლაზე შესულმა ლეო ესტიგორმა თავური დარტყმით აიღო ერაყელთა კარი, ხოლო საბოლოო ანგარიში აიმენ ჰუსეინმა ამჯერად საკუთარ კარი დალაშქრა. მატჩის შემდგომ ნორვეგიის ნაკრების ლიდერმა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის არსებული კარგი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს იქიდან მოყოლებულია ნათელი, რაც ეროვნულ ნაკრებში ერთად დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ ურთიერთობა ვითარდება და ეს მოედანზე კარგ თამაშისც აისახება. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, - ამბობს ერლინგ ჰაალანდი.
მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერაყის ნაკრებმა ისტორიაში მხოლოდ მე-2 გოლის გატანა 40 წლის პაუზის შემდეგ შეძლო.
„პირველი 65–70 წუთით ძალიან ვამაყობდი. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. ნორვეგიაზე ძლიერი ზეწოლას ვახდენდით, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. ფეხბურთელების ძალისხმევით ძალიან ვამაყობ. თუმცა რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ასეთ დონეზე ყოველთვის ისჯები. ამიტომ ჩვენი შეცდომებიდან უნდა ვისწავლოთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჯგუფურ ეტაპზე ვართ, სადაც ხელმისაწვდომი ცხრა ქულაა. რა თქმა უნდა, რთული ჯგუფია, მაგრამ დღევანდელი შეხვედრიდან დადებით დასკვნებს გამოვიტანთ. ჩვენ საკუთარ თავზე ვიქნებით ფოკუსირებული და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე 48 გუნდი მონაწილეობს, შესაბამისად ჯერ კიდევ არსებობს შანსი მესამე ადგილიდან მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. შეიძლება სამი ქულაც საკმარისი იყოს“, - ამბობს ერაყის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გრემ არნოლდი.
I ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში საფრანგეთმა კი დაძაბულ შეხვედრაში სენეგალის ნაკრები დაამარცხა. საფრამგეთის ნაკრების შემადგენლობაში დუბლი გაიფორმა გუნდის ლიდერმა კილიან მბაპემ, რითაც საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 58 გოლით გახდა. მან ოლივიე ჟირუს შედეგი ერთი გოლი გააუმჯობესა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის ისტორიაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მომეცა. ეს ყოველთვის იყო ის, რისი გაკეთებაც ნამდვილად მინდოდა და ამას ყოველთვის ყველაფერზე მაღლა ვაყენებდი. ახლა ვიცით, რატომ ვართ აქ. ასეთ საკითხებზე ფიქრის დრო მოგვიანებით მექნება, როცა ფეხბურთს თამაშს თავს დავანებებ. ამ მომენტში ვიცი, რატომ ვარ აქ. აქ ვარ, რომ გუნდს დავეხმარო, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელო გზა და ჩვენ კვლავ შევეცდებით, საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ძალიან დიდი თავი დავწეროთ. ვიცით, რომ ეს გზა ძალიან გრძელი იქნება, მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - ამბობს კილია მბაპე.
I ჯგუფში 3-3 ქულით პირველ-მეორე ადგილებზე ნორვეგიისა და საფრანგეთის ნაკრებები არიან, ხოლო სენეგალისა და ერაყის ნაკრებებს 0-0 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში ნორვეგია სენეგალს დაუპირისპირდება ხოლო საფრანგეთი ერაყს შეხვდება.
