კატეგორიები

ჩარჩო შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი ბარელზე 80 დოლარამდე დაეცა

ჩარჩო შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი ბარელზე 80 დოლარამდე დაეცა
ნავთობის ფასები 15 ივნისს,  მას შემდეგ დაეცა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ირანთან ომის დასრულებასთან დაკავშირებული ჩარჩო შეთანხმება მიღწეულია.  ორივე მხარემ  ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნის შესახებ გამოაცხადა.

ჰორმუზის სრუტის თანდათანობითი გახსნის პერსპექტივა ყველაზე სწრაფად ბაზრებზე გამოჩნდა. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ირანის ომი მალე დასრულდება,  ვიდრე ხელახლა გაღვივდება, უფრო მაღალია.

ორშაბათის ვაჭრობის განახლების შემდეგ როგორც Euro Stoxx 50, ისე უფრო ფართო პანევროპული Stoxx 600 1%-ზე მეტით გაიზარდა.

შეერთებულ შტატებში S&P 500 1.5%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Nasdaq 100-ის ინდექსი ვაჭრობის პირველი საათის განმავლობაში - 1.2%-ზე მეტით.

რა დათმობაზე წავიდნენ მხარეები,  ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ,  ჩარჩო შეთანხმებას ხელს 19 ივნისს მოაწერენ.

ბაზრებს ასევე შეემატა ილონ მასკის კომპანიის SpaceX აქციებიც, რომელთა ფასიც დაახლოებით 8%-ით გაიზარდა გასულ პარასკევს დახურვის ფასთან შედარებით, როდესაც  ვაჭრობის პირველი სრული კვირა დასრულდა.

დაკავშირებული ამბები
ჩარჩო შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი ბარელზე 80 დოლარამდე დაეცა ედვარდსის ბაზიდან აფრენიდან მალევე B-52 ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა