კატეგორიები

7 წლის შემდეგ პირველად ჩინეთის პრეზიდენტი ფხენიანს ეწვია

7 წლის შემდეგ პირველად ჩინეთის პრეზიდენტი ფხენიანს ეწვია
უცხო სახელმწიფოს სამთავრობო ბორტი და დახვედრის საზეიმო ცერემონია - ფხენიანის აეროპორტში ამ იშვიათი სურათის მიზეზი ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი გახდა.

სი ძინპინი ერთ-ერთ მოკავშირე, საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ აზიურ ქვეყანას კიმ ჩენ ინთან შესახვედრად და ეკონომიკური და პოლიტიკური ხელშეკრულებების გასაფორმებლად, 7 წლის შემდეგ პირველად ეწვია, თუმცა ლიდერები ერთად ბოლოს სექტემბერში, პეკინში, სამხედრო აღლუმზეც იმყოფებოდნენ.

ისტორიულ ვიზიტს წინ უძღოდა ფხენიანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ფოტომასალა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეამ ატომური ბომბების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების ახალი ობიექტი წარადგინა, სადაც ქვეყნის დიქტატორმა ლიდერმა გამოაცხადა ბირთვული ძალების „გეომეტრიული პროგრესიით ზრდის“ შესახებ.

სამხრეთ კორეის სამხედროების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ახალი ბირთვული ობიექტი წარმოადგენს ურანის გასამდიდრებელ საწარმოს, რაც, სავარაუდოა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისთვის შეუსაბამო აღმოჩნდება - თუ იქნება გათვალისწინებული ირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაცია სწორედ ამ მიზეზის გამო.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, ვაშინგტონი დაეთანხმოს ფხენიანის მიერ ურანის გამდიდრებას იმ ფონზე, როცა ამას, ფაქტობრივად, უკრძალავს თეირანს.

ბოლო წლების განმავლობაში, კიმ ჩენ ინმა პრიორიტეტად აქცია ბირთვული შესაძლებლობების განვითარება, რაც დასტურდება ამ მიმართულებით წვრთნებისა და სამხედრო გამოცდების გახშირებით. ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. სეული ფხენიანმა სახელმწიფოებრიობის „მთავარ მტრად“ გამოაცხადა.

დაკავშირებული ამბები
7 წლის შემდეგ პირველად ჩინეთის პრეზიდენტი ფხენიანს ეწვია ირანმა დროებით შეაჩერა შეტევითი ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ