კატეგორიები

რუსეთის მორიგ იერიშებს უკრაინაში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მორიგ იერიშებს უკრაინაში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინაზე რუსეთის იერიშები სულ უფრო მასშტაბური ხდება. 2 ივნისის გამთენიისას აგრესორი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქ კიევზე მძიმე დარტყმები მიიტანა.

ხელწერა უცვლელია, დრონები და რაკეტები,მათ შორის ბალისტიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით ბოლო იერიშში მოსკოვმა 650 უპილოტო საფრენი აპარატი და 75-მდე რაკეტა გამოიყენა. ამ ყველაფერს კი წინ კრემლის მუქარა უძღოდა, მასობრივი იერიშების შესახებ მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

კიევთან ერთად კრემლის სამიზნე იყო დნიპრო, ბოლო ცნობებით აქ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა და ამჟამად 7-ს ითვლის, მათ შორისაა მირეწლოვანი ბავშვი. რიცხვი შესაძლაო გაიზარდოს, რადგან დანგრეულ შენობებთან სამძებრო სამუშაოები ჯერ ისევ გრძელდება. იერიშები იყო ქალაქ ხარკივზეც, დაჭრილია ათობით ადამიანი.

იერიშეის ფონზე ღამის საათები კიევის მოსახლეობის უმრავლესობამ კვლავ მეტროსადგურებში გაატარა, ქვეყნის მთავარ თავშესაფარში ტრადიციულად ხალხმრავალობაა**.**  დედაქალაქზე მიტანილი დარტყმების ექო მიწისქვეშაც კარგად ესმით. ამჯერადაც მეტროში შეიტყვეს ამბავი იმის შესახებ,რომ კიევზე რუსეთის იერიშებს მხოლოდ დედაქალაქში 4 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი მათი თანამოქალაქე კი დაჭრილია, მათ შორის ბავშები.

„ხო, ეს არასასიამოვნოა,მაგრამ ასეთია ცხოვრება. ჩვენით ვცდილობთ გადარჩენას. უკრაინა თავისით ცდილობს გადარჩეს. დახმარება მოდის დასავლეთიდანაც,თუმცა არ მგონია ისინი ძალიან გვეხმარებოდნენ, საერთაშორისო ზეწოლა უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, ომი უფრო მალე დასრულდებოდა“-**აღნიშნა პენსიონერმა ლეონიდ ზმიივსკიმ, რომელმაც ოჯახთან ერთად იერიშებს თავი კიევსი მეტროში შეაფარა.

„მხოლოდ იმის იმედი მაქვს,რომ ომი მალე დასრულდება, თუმცა საამისოდ ყველანაირი იმედი დავკარგე.რთულია. ბოდიშს გიხდით ჩემი ემოციებისთვის, მე ყოველთვის ჩამოვდივარ მეტროში, რადგან სახლში დარცენა ყოველთვის მეშინია“-**ყვება კიევში მცხოვრები ვალერია ნაფეჩინკო .

მძიმე ღამის შემდეგ უკრაინის ქალაქები ჯერ ისევ კვამლშია გახვეული. ამის ფონზე უკრაინა აგრძელებს რუსეთის მთავარ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს, როგორიცაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ცნობილია, რომ ასეთი დარტყმა ამაღამ უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარშიც განახორციელეს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრების თითქმის 40 % მწყობრიდანაა გამოსული. მიმდინარე იანვრიდან მაისამდე პერიოდში, უკრაინამ მეომრებმა 15 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის მორიგ იერიშებს უკრაინაში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა რუსულმა ძალებმა 31 მაისს ღამით უკრაინის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი გაუშვეს