კატეგორიები

სვეტლანა ციხანოვსკაია კიევს პირველად ესტუმრა

სვეტლანა ციხანოვსკაია კიევს პირველად ესტუმრა
გადასახლებაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ციხანოვსკაია  კიევს პირველი ვიზიტით ესტუმრა, სადაც მას გულთბილად დახვდნენ. უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მხარეებმა მინსკსა და კიევს შორის ურთიერთობებში არსებული მგრძნობიარე საკითხები განიხილეს,რომლებიც მას შემდეგ დაგროვდა,რაც ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ ომში მოსკოვის თანამზრახველობა არჩია.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კიევი მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის სურვლის განთავისუფლდნენ რუსული გავლენებისგან. ბოლო პერიოდია ის დარწმუნებით საუბრობს იმაზე, რომ კრემლი მისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ომში მინსკის კიდევ უფრო ღრმა ჩაბმაზე მუშაობს. ამას ლუკაშენკას ოპონენტები აბსოლუტურად იზიარებენ და მოსკოვისა და მინსკის ურთიერთობების დინამიკაზე დაყრდნობით, უარესის მოლოდინიც კი აქვთ.

„ჩემი პირველი ვიზიტი უკრიანაში გზავნილია იმისა, რომ დემოკრატიული ბელარუსი უკრაინის გვერდითაა და რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთის მეგობარია და არა მტერი. უკრაინა ახლა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ რეგიონს იცავს რუსული იმპერიალიზმისგან და ბელარუსს ეს ყველაზე კარგად ესმის. ამჟამად ვხედავთ,რომ რუსეთი უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის აძლიერებს იერიშებს, მე შთაონებული ვარ უკრაინელებით,მათი მისწრაფებით იყვნენ თავისუფლები. ვიტყოდი,რომ ლუკაშენკასა და პუტინს აქვთ სიმბიოზ   ური მეგობრიბა, ისინი უჭერენ ერთამნეთს მხარს და ამასთან იყენებენ ერთმანეთს. ეს ილუზიაა, რომ მათი დაშორება შესაძლებელია. ლუკაშენკა ემსახურება რუსულ ინტერესებს და არა ბელარუსი ხალხის ინტერესს, ის მზადაა გაყიდოს ჩვენი სუვერენობა და დამოკუიდებლობა, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და ხელისუფლებაში დარჩეს, ამისატის ის შეუსრულებს პუტინს ნებისმიერ ბრძანებას, ამას ის გააკეთებს ბელარუსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“-**აღნიშნა სვეტლანა ციხანოვსკაიამ.

სვეტლანა ციხანოვსკაია კიევს სწორედ მოსკოვის მასშტაბური იერიშებისა და კიდევ უფრო მასობრივი დარტყმების შესახებ გაჟრერებული მუქარის ფონზე სტუმრობს. მიუხედავად მძიმე მოცემულობისა, ადგილი იუმორისთვისაც მოიძებნა, იმ საერთაშორისო კონფერენციაზე,რომელსაც ბელარუსის წარმომადგენელი პირველად დაესწრო.

„სულ ახლახან ალექსანდრ ლუკაშენკამ თქვა, რომ დრო იყო უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვედროდნენ. ამა საინტერესო გაგრძელება აქვს, ლუკაშენკამ  თქვა, ჩამოსვლით კი  სვეტლანა ციხანოვსკაია ჩამოვიდა. ძალიან მიხარია შენი ნახვა სვეტლანა “- თქვა კონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინის ლიდერმა.

ძალადობრივად ჩახშობილი ანტისამტავრობო აქციების შემდეგ დევნილობაში მყოფი ათასობით ბელარუსის მოქალაქე სვეტლანა ციხანოვსკაიას არაოფიციალურ პრეზიდენტად განიხილავენ, ამაში მათ დასავლეთის მხარდაჭერაც აქვთ, ევროკავშირშიც თვლიან,რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ბოლო არჩევნები გააყალბა და ხმები მიიტაცა.

დახურულ კარს მიღმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერება გადაუხადა იმ ბელარუსებს , რომლებიც ამ ომსი უკრაინის მხარეს დგანან ახლა, როდესაც რუსეთის მოსაზღვრე ყველა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ბედი წყდება.

დაკავშირებული ამბები
სვეტლანა ციხანოვსკაია კიევს პირველად ესტუმრა დრონები როგორც დეზინფორმაციისა და დაშინების საშუალება მოსკოვის ხელში