კატეგორიები

500 სამიზნე - კიევი ალექსანდრ ლუკაშენკას ომში ჩართვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს

500 სამიზნე - კიევი ალექსანდრ ლუკაშენკას ომში ჩართვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს
ალექსანდრ ლუკაშენკას კიევიდან წინასწარ აფრთხილებენ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუკი ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში სრულად ჩართვას გადაწყვეტს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ ბელარუსის პრეზიდენტს მიმართა და განაცხადა, რომ მინსკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შერჩეულია „500 პოტენციური სამიზნე“, რომლებსაც კიევი მხოლოდ მის მიმართ აგრესიის შემთხვევაში დაარტყამს.

მისივე თქმით, ალექსანდრ ლუკაშნეკასადმი აქვს „მარტივი და პრაქტიკული რჩევა: ყელში ნუ გაეჩხირება უკრაინას“.

კიევში სულ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება იმის თაობაზე, რომ ბელარუსი მართლაც აპირებს არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პირდაპირი სამხედრო გზით დაუჭიროს მხარი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში.

ახლა მინსკი ისედაც კრემლის მოკავშირეა, რისი დასტურიც არის შეიარაღების მიწოდება, ერთობლივი ბირთვული წვრთნები და „ორეშნიკის“ სარაკეტო კომპლექსის განთავსება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ან თუნდაც ის ფაქტი, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რაკეტები ბელარუსიდანაც გაუშვეს.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მინსკს ოფიციალურად არ ჰყავს ფრონტზე გაგზავნილი სამხედრო კონტინგენტი, თუმცა ალექსანდრ ლუკაშენკას ბოლოდროინდელი განცხადება, რომ ქვეყანა „ომისთვის ემზადება“, კიევშიც და ევროპაშიც ეჭვებს ბადებს.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის, მიიღოს „პრევენციული ზომები“ მოსკოვისა და ბელარუსული ხელმძღვვანელობის წინააღმდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთით პოტენციური სამხედრო საფრთხეების გათვალისწინებით, მით უმეტეს ერთობლივი ბირთვული სწავლებისა და ნატოს წევრ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული შეღწევის ფონზე.

ბელარუსის საზღვრიდან 50 კილომეტრით დაშორებული სლავუტიჩიდან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინსკის „დე ფაქტო მმართველობამ ყურად უნდა იყოს“ კიევის განცხადებები იმ შედეგებზე, რაც მოსალოდნელი იქნება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების შემთხვევაში.

მისივე თქმით, უკრაინა არასდროს არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს ბელარუსისთვის და ნებისმიერი პროვოკაციული განცხადება ალექსანდრ ლუკაშენკას მხრიდან მოსკოვის მიერ არის თავს მოხვეული, რომელიც ცდილობს, პირდაპირი სამხედრო მოკავშირე იპოვოს სრულმასშტაბიან ომში.

დაკავშირებული ამბები
ვარშავაში ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება 500 სამიზნე - კიევი ალექსანდრ ლუკაშენკას ომში ჩართვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს