კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
Copyright Natural History Museum - Black Bear Pictures - AP

მიმდინარე კვირის კულტურულ კალენდარში გამორჩეული მოვლენებია: პოლ მაკარტნის ახალი ალბომი, ედვარდ მუნკის გამოფენა შოკოლადის ქარხანაში და  ნიკოლას კეიჯის  გმირის - ადამიანი-ობობას მკვეთრი სახეცვლილება.

თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ ვენეციის ბიენალეზე, აუცილებლად ეწვიეთ და დაათვალიერეთ. რაც შეეხება კინომოყვარულებს, მათ ელოდებათ  კრიმინალური პრემიერა ფილმისა „Tuner“, რომელშიც მთავარ რილებს ასრულებენ ლეო ვუდალი და დასტინ ჰოფმანი, ასევე საშინელებათა ჟანრის ფილმი „Backrooms“. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. დანარჩენს ჩვენს რეკომენდაციებში წარმოგიდგენთ.

გამოფენები:

ოსლოში მუნკის მუზუემი მასპინძლობს  გამოფენას, სახელწოდებით „ედვარდ მუნკი და შოკოლადების ქარხანა“, რომელიც 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მართალია, ედვარდ მუნკი ცნობილია, როგორც  ადამიანის ტკივილის გადმოცემის დიდოსტატი, თუმცა მას საკუთარი ხელოვნებით საჯარო სივრცეების გახალისებაც უყვარდა. ფაქტობრივად, მუნკი იყო პირველი მხატვარი,  რომელსაც ქარხანამ დაუკვეთა ნახატები. 1923 წელს მან შექმნა ხალისიანი პორტრეტების მთელი სერია ნორვეგიის ყველაზე პოპულარული შოკოლადის ბრენდისთვის  Freia. ამ ნახატებზე უმეტესად ქალებია გამოსახული, რომლებიც Freia-ს ქარხანაში დასაქმებულთა ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ და ეს სერია მაშინდელ ბურჟუაზიულ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებას ასახავს.

ლონდონის ბუნების ისტორიიის მუზეუმში 2027 წლის 3 იანვრამდე გაგრძელდება გამოფენა, სახელწოდებით „იურული ოკეანეების წყალქვეშა სამყაროს ურჩხულები“ (Jurassic Oceans: Monsters of the Deep). თუ გგონია, რომ დღევანდელი ზღვები და ოკეანეები საშიშია, ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას, სანამ ამ გამოფენას არ ნახავ, რომელზეც წარმოდგენილია იურული პერიოდის ოკეანეების ბინადარი გიგანტური ურჩხულები, მათ შორის: ბასრკბილიანი პლიოზავრი, დელფინის მსგავსი იქთიოზავრი და მოზაზავრი. შეგიძლიათ ასევე ნახოთ ზვიგენის ტყავი და ზღვის ნიანგები და თვალი გაუსწოროთ დედამიწის ყველაზე საშინელ ზღვის ურჩხულებს. თუმცა უნდა იჩქაროთ, რადგან ბილეთები სწრაფად იყიდება.

შესანიშნავი ბრიტანელი მოქანდაკის ენტონი გორმლის Antony Gormley ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე, სახელწოდებით „Geestgrond“, რომელიც ბელგიაში, ანტვერპენის დახვეწილი ხელოვნების სამეფო მუზეუმში 23 მაისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმები

29 მაისს კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა ფილმი „ამწყობი“ (Tuner), რომლის მთავრი გმირიც სრულყოფილი სმენის მქონე ფორტეპიანოს ამწყობი ახალგაზრდა კაცია, რომელიც თავის ნიჭს  სეიფების გასატეხად იყენებს მას შემდეგ, რაც ერთხელ ძარცვას შეესწრო. მთავარ როლებში არიან ლეო ვუდალი და დასტინ ჰოფმანი.

29 მაისს ასევე ეკრანებზე გამოვა საშინელებათა ჟანრის ფილმი „Backrooms“, რომელიც პოპულარული ინეტრნეტ-სერიალის ადაპტაციაა.

ტელესერიალები

29 მაისს პლატფორმაზე Apple TV+ დაიწყება სამეცნიერო-ფანტაზიის ჟანრის სერიალი „Star City“, რომლის სიუჟეტიც 1970-იან წლებში ვითარდება და  კოსმოსის ათვისებისთვის გამართულ რბოლაში საბჭოთა კავშირის მიღწევების ამბავს ჰყვება. სერიალის სიუჟეტი აგებულია კოსმონავტების, ინჟინრებისა და დაზვერვის აგენტების მონათხრობზე, თუ როგორ მიიკვლევდა ადამიანი გზას კოსმოსისკენ ცივი ომისა და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე.

27 მაისიდან  იმავე პლატფორმაზე Apple TV+ დაიწყება სერიალი „ადამიანი ობობა - ნუარი“ („Spider-Noir“), რომელიც ფილმ „ადამიანი-ობობას“  მთავრი გმირის წარმოშობის ალტერნატიულ და უფრო პირქუშ ამბავს გვთავაზობს. ფილმის სიუჟეტი 1930-იანი წლების   ნიუ-იორკის უხალისო გარემოში ვითარდება. მთავარი გმირი ბენ რეილი  (რომელსაც ისევ ნიკოლას კეიჯი ასრულებს) შუახნის დეტექტივია, რომელსაც ცხოვრება პირადმა ტრაგედიამ დაუნგრია. ამის შედეგად იგი იძულებულია, გადახედოს  საკუთარ წარსულს და დაუპირისპირდეს ქალაქში გამეფებულ ტყუილების ქსელს. ეს პირქუში სერიალი სახალისოც არის - როგორც ნიკოლას კეიჯს შეეფერება.

სტრიმინგ პლატფორმებზე Sky და NOW ამჟამად გადის სერიალი  „პონი“ („Ponies“) რომლის პრემიერაც უკვე შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში და კრიტიკოსების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ ემილია კლარკი  და ჰეილი ლუ რიჩარდსონი. მათი გმირები ამერიკის საელჩოში მდივნებად მუშაობენ და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფარულ ოპერაციაში აღმოჩნდებიან ჩართული.

მუსიკა

29 მაისს ლეგენდარული ბენდის „ბითლზების“  მომღერლის პოლ მაკარტნის ახალი მე-18 სოლო ალბომი გამოდის, სახელწოდებით „The Boys of Dungeon Lane“.  ეს რეტროსპექტული ალბომი როკისა და პოპმუსიკის ნაზავია, რომელიც ბავშვობისა და ახალგაზრდობის მოგონებებს ეძღვნება, განსაკუთრებით „ბითლზების“ ყოფილ წევრებთან ჯორჯ ჰარისონთან და ჯონ ლენონთან ურთიერთობას.

**ინდი-როკის ჟანრის შემსრულებელი პოპულარული ამერიკელი მომღერალი გრეგ მენდესი კი 20 მაისს თავის მე-13 ალბომს გამოუშვებს, სახელწოდებით „**Beauty Land“.

 

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო“ რუმინელი რეჟისორის ფილმს „ფიორდს“ მიენიჭა