კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
სტივენ სპილბერგის ფილმის  „გათქმის დღის“ (Disclosure Day) ბილეთები უკვე სალაროებში იყიდება, ხოლო ოლივია როდრიგო მღერის იმის შესახებ, თუ როგორ აგიჟებს ადამიანს სიყვარული. აი, რა  იქნება მიმდინარე კვირის კულტურის ანონსის მთავარი თემები.

მოგესალმებით, კიდევ ერთი კვირის კულტურის სიახლეებს გაგაცნობთ. მართალია, სტივენ სპილბერგის ფილმის Disclosure Day-ის გამოსვლით ბლოკბასტერების სეზონი კიდვე უფრო დაიტვირთა, მაგრამ ტელეეკრანებზე ისევ დაბრუნდა ისეთი მსუბუქი სიუჟეტის მქონე ტელესერიალები, როგორიებიცაა „ტკბილი მაგნოლიები“ (Sweet Magnolias) და „სეზამის ქუჩა: ტომი 3“  (Sesame Street: Volume 3), რომლებსაც Netflix-ი გაუშვებს.

მართალია, პარიზის გრან პალეში ფოტოგრაფისა და მხატვარ JR-ის გამოფენის  „La Caverne du Pont Neuf“-ის გახსნა გაურკვეველი დროით გაადიდო,  გალერეა სხვა ახალ გამოფენას მასპინძლობს. რაც შეეხება ლონდონს, იქ უმჯობესია Barbican-ის ხელოვნების ცენტრს ეწვიოთ, სადაც ფანტასტიკური პანაფრიკული ხელოვნების გამოფენა გაიმართება.

ჩვენი მოკლე რეკომენდაციები კი ასეთია:

გამოფენები

ლონდონში Barbican**-ის ცენტრში 11 ივნისიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება აფრიკული ხელოვნების გამოფენა, სახელწოდებით „შავი პლანეტის პროექტი: პანაფრიკის ხელოვნება და კულტურა“ ( „Project a Black Planet: The Art and Culture of Panafrica“), რომელიც უბრალოდ გამოფენა კი არ არის, ბევრ სხვადასხვა ღონისძიებასაც მოიცავს. ამ გამოფენის ფარგლებში 300 აფრიკელი ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.**

პარიზის გრან პალე 10 ივნისიდან 26 ივლისის ჩათვლით თავის საგამოფენო სივრცეს დაუთმობს ფრანგი მხატვრის ლორ პრუვოს Laure Prouvost გამოფენას:  „ვიგრძენით, როგორ კვდებოდა ვარსკვლავი“, რომლის მეშვეობითაც ავტორი ხელოვნების მოყვარულთ სთავაზობს, ყოფიერებაზე იმ კვანტური ნაწილაკების პერსპექტივიდან დაფიქრდნენ, რომლებიც უხვად იქნება  მიმოფანტული პრუვოს ახალ გამოფენაზე გრან პალეს სახურავიდნ მოყოლებული მთელ სივრცეში. პრუვოს სურს, ადამიანებს შეახსენოს, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია და როგორი პატარაც არ უნდა გვეგონოს თავი, ჩვენ მაინც რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ვართ.

თანამედროვე მხატვრის ჯასპერ ჯოუნზის აბტსრაქტული ექსპრესიონიზმითა და დეზორიენტაციული სიმბოლიზმით გაჯერებული ნამუშევრების გამოფენას ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი (The Guggenheim Museum Bilbao) 12 ოქტომბრამდე უმასპინძლებს. 13 ივნისს კი  ინგლისში იორკშირის ქანდაკებათა პარკში (Yorkshire Sculpture Park) გაიხსნება ახალი გამოფენა, სახელწოდებით: „მოეჭიდე დედამიწას: თანამედროვე  ჩრდილოეთამერიკელი ხელოვანების ნამუშევრები  Tia-ს კოლექციიდან“ („Hold to This Earth: Works by Contemporary Indigenous North American Artists from Tia Collection“).

ფილმები

12 ივნისს კინოთეატრებში გამოვა სტივენ სპილბერგის ახალი სამეცნიერო-ფანტასტიკური ბლოკბასტერი „გათქმის დღე“ („Disclosure Day“), რომელიც ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომლებსაც ყველაზე მეტად ელოდება მაყურებელი 2026 წელს. ფილმში მთავარი გმირის, კანზას-სიტიში მცხოვრები მეტეოროლოგის, როლს ემილი ბლანტი ასრულებს. მთავარი გმირი პირდაპირ ეთერში უცხოპლანეტელებისთვის დამახასიათებელ შეტყობინებებს გადასცემს, რის შემდეგაც დაუკავშირდება კიბერუსაფრთხოების ექსპერტსა  და ინფორმატორს, რათა გამოააშკარაოს, რის დამალვასაც ცდილობს მთავრობა. გვინდა, გვჯეროდეს, რომ ეს ამ ზაფხულის საუკეთესო ფილმი იქნება.

12 ივნისს ევროპის შერჩეულ კინოთეატრებში გამოვა გერმანული მუსიკალური დრამა „კიოლნი 75“ (Köln 75), რომლის სიუჟეტიც ვითარდება მოზარდის ირგვლივ, რომელიც ცდილობს ჯაზკონცერტის ჩატარებას.

ტელესერიალები

11 ივნისს Netflix-ზე დაიწყება სერიალი  „ტკბილი მაგნოლიები“ (**Sweet Magnolias), რომლის სიუჟეტიც ვითარდება სამხრეთ კაროლინის შტატში, გამოგონებულ ქალაქში, სახელად სიმშვიდე (**Serenity), სადაც სამი საუკეთესო მეგობრის  ცხოვრება მიედინება. ეს მსუბუქი სერიალია, რომლის ყურების დროსაც შეგიძლია მშვიდად მიირთვა ცხელი სასმელი და თან კალთაში საყვარელ შინაურ ცხოველს მოეფერო. ეს მეხუთე სეზონია. ასე რომ, ვისაც არ უნახავს, წინ კიდევ ბევრი სერია ელოდება.

თუ კიდევ უფრო კომფორტული ფილმის ყურება გსურთ, ასეთია ტელესერიალი „სეზამის ქუჩა - ტომი 3“ და ამერიკული კომედია Shrill-ის სამი სეზონი, რომლებიც 8 ივნისს დაიწყება Netflix-ზე.

მუსიკა

12 მივნისს გამოვა ოლივია როდრიგოს Olivia Rodrigo მესამე სტუდიური ალბომი „You Seem Pretty Sad for a Girl So in Love“.  ალბომი, რომელიც 13 სიმღერისგან შედგება, სიყვარულით გამოწვეულ ეიფორიასა და სიგიჟეს ეძღვნება.

12 ივნისს ასევე გამოვა რეპერ რიკ როსის მე-12 სტუდიური ალბომი, სახელწოდებით  „Set in Stone“, რომელიც ამერიკელი რეპერის დრამატულ აღზევებასა და მისი პოპულარობის შენარჩუნებას ეძღვნება.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი 

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში გარდაიცვალა ირანელ-ფრანგი მწერალი და ილუსტრატორი მარჯან სატრაპი