კატეგორიები

კიევის იერიშებზე პასუხად, უკრაინამ რიაზანის ნავთობქარხანას დაარტყა

კიევის იერიშებზე პასუხად, უკრაინამ რიაზანის ნავთობქარხანას დაარტყა
კიევზე რუსული საოკუპაციო დანაყოფების სასტიკ იერიშებზე უკრაინის პასუხმა არ დააყოვნა. რუსეთის ქალაქ რიაზანის ნაწილი 15 მაისის დილიდან ცეცხლის ალშია გახვეული მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დრონებმა ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს შეუტიეს, რასაც აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა.

ოლქის გუბერნატორის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების შედეგად, დაიღუპა 4 პირი და დაშავდა 10-ზე მეტი, ასევე დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

რუსული მხარე აცხადებს, რომ კიევმა რიაზანის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა, რაც მოსკოვში „დანაშაულებრივ“ და „ტერორისტულ ქმედებად“ შეფასდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ სტრუქტურაშია, წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ყველა მარკის ბენზინს, დიზელის და საავიაციო საწვავს, მაზუთს, გათხევადებულ ბუნებრივ გაზსა და ნავთობქიმიურ ნედლეულს აწარმოებს.

კიევმა რუსული მხარისთვის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი რამდენჯერმე აიღო სამიზნეში, 2024 და 2025 წლებში.

უკრაინული იერიშების სამიზნეებად ასევე იქცა ბრიანსკი, ტაგანროგი და ეისკი, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, აქ კი დისლოცირებულია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიაციის მფრინავთა გადამზადების 859-ე ცენტრი.

კიევის ცნობით, ამ ობიექტებზე მიყენებული 55 დარტყმის შედეგად, განადგურებულია თვითმფრინავი-ამბიფია ბე-200 და კა-27 ტიპის ვერტმფრენი.

დაკავშირებული ამბები
კიევის იერიშებზე პასუხად, უკრაინამ რიაზანის ნავთობქარხანას დაარტყა რეალური ოპოზიციის ჩამნაცვლებელი რუსეთის „ახალი ადამიანების“ პარტია