კატეგორიები

ევროვიზია 2026-ის პირველი 10 ფინალისტი ცნობილია

ევროვიზია 2026-ის პირველი 10 ფინალისტი ცნობილია
Copyright Euronews
თვალწარმტაცი სანახაობა, ქორეოგრაფია და ცეცხლოვანი შოუ - მსოფლიო აუდიტორიამ ევროვიზიის 70-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი იხილა.

მონაწილე 15 ქვეყნიდან ათისთვის სამშაბათის ღამემ განსაკუთრებული წარმატებით ჩაიარა, რადგან სცენაზე მათ შაბათის გრანდიოზული ფინალის ფარგლებშიც მოუწევთ დაბრუნება.

ევროფესტივალისა და მუსიკის მოყვარულთა პროგნოზები ნაწილობრივ გამართლდა. მაყურებლისა და მსმენელის წინაშე კვლავ წარსდგება წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი რჩეული ფინეთი.

ფავორიტად ქცეულ ნორდიკულ ქვეყანას შეურთდნენ წარმომადგენლები საბერძნეთიდან, სერბეთიდან, ლიეტუვიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან და ხორვატიიდან.

მიუხედავად ბუქმეიკერულ პროგნოზებში საკმაოდ იმედგამაცრუებელი შედეგებისა, პირველი ნახევარფინალში ხმის მიცემამ საპირისპირო აჩვენა ბელგიისთვის, რომელიც მაყურებელთა რჩეულ ათეულში მაინც მოხვდა.

აუდიტორიისთვის ხმის დამხშობი სისტემების მოხსნის შემდეგ, ისრაელის წარმომადგენლის გამოსვლისას, დარბაზიდან ისმოდა პალესტინელთა მხარდამჭერი და ანტისემიტური შეძახილები, რაც აღქმადი იყო კონკურსანტის სიმღერის პირველი წუთებიდან, თუმცა ნოამ ბეტანმა მაინც შეძლო ნახევარფინალური ტურის გადალახვა და გრანდიოზულ ფინალში შაბათს კვლავ იბრძოლებს ევროპირველობისთვის.

წლევანდელ ევროფესტივალს ნაადრევად გამოეთიშნენ საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც თითქმის 18 წლის წინ საბავშვო ევროვიზიის მთავარი ჯილდოს მფლობელები გახდნენ. ფინალში ვერც სან მარინოს, ესტონეთის, მონტენეგროსა და პორტუგალიის წარმომადგენლები მოხვდნენ.

ევროვიზიის 70-ე კონკურსი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. ისრაელის მონაწილეობის გამო, ფესტივალი, პროტესტის ნიშნად დატოვეს ესპანეთმა, სლოვენიამ, ისლანდიამ, ირლანდიამ და ნიდერლანდებმა.

მათმა ნაწილმა უარი თქვა თავიანთი საზოგადოებრივი მაუწყებლების ეთერით ევროვიზიის პირდაპირ ეთერში გადაცემაზეც.

დაკავშირებული ამბები
ევროვიზია 2026-ის პირველი 10 ფინალისტი ცნობილია კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში