კატეგორიები

თურქეთის და კატარის მთავრობები აშშ-ს და ირანს მოუწოდებენ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ

თურქეთის და კატარის მთავრობები აშშ-ს და ირანს მოუწოდებენ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ
Copyright AP
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის განცხადებით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს ანკარაც უწყობდა. მისი განცხაებით, ომის დასრულება ორივე მხარეს სრუს, თუმცა მათ საჭირბოროტო საკითხების სწორად ფორმულირება და პრიორიტეტებზე შეთანხმება უჭირთ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება კატარში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა.

ვიზიტის ფარგლებში ის კატარელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ირანის ომით გამოწვეული პრობლემები განიხილეს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ჰორმუზის სრუტის გახსნის აუცილებლობას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ომის მოლაპარაკებებისას ჰორმუზის სრუტის იარაღად ან ბერკეტად გამოყენებას თურქეთი ეწინააღდეგება.

„ორივე მხარეს სურს, რომ ომი დასრულდეს. მათ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნა და ასევე სურთ, რომ ბირთვული საკითხები გარკვეული ფორმით მოგვარდეს. ეს არის ის განზრახვები, რომლებიც ორივე მხარემ გამოხატა. ახლა პრობლემა ისაა: როგორ ვიპოვოთ გამოსავალი სწორი პრიორიტეტებითა და ფორმულირებით, რათა ორივე მხარემ მისი მიღება შეძლოს. ჰორმუზის სრუტის იარაღად გამოყენების თავიდან აცილება უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც“, - განაცხადა ჰაქან ფიდანმა.

კატარის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-ტანი მხარს უჭერს პაკისტანიც მცდელობას აშშ და ირანი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. კატარის პრე მიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც ის ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისივი განცხადებით, მან ამერიკულ მხარეს დეტალურად გააცნო თუ რა გავლენა აქვს ირანის ომსა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას რეგიონზე.

„როლი, რომელსაც პაკისტანი ასრულებს, ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულია მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის. როგორც ჩემმა ძმამ, მისმა აღმატებულება ჰაქანმა აღნიშნა, ეს კრიზისი გავლენას ახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოზე: ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ნავიგაციის თავისუფლებაზე და ქმნის ახალ პრეცედენტებს იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისთვის მიუღებელი იყო და არასდროს იქნება მისაღები. კატარი და თურქეთი კოორდინაციას უწევენ ძალისხმევას და მხარს უჭერენ პაკისტანის დიპლომატიას, რათა გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იქნეს მიღწეული“, - განაცხადა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ.

ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა კვლავ მკვეთრადაა შემცირებული. სრუტის დატოვება, მეორე კატარულმა ტანკერმა სცდა. სრუტეში გავლა მხოლოდ ერთმა კატარულმა ტანკერმა ირანსა და პაკისტანს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შეძლოდ. სხვა გემები, რომლებიც კატარის დროში ქვეშ დაცურავენ, კვლავ სრუტეში არიან გაჭედილი.

ვაჭრობის მონაცემებისა და ანალიტიკური პლატფორმა Kpler-ის ცნობით, გასულ კვირაში სრუტე ნედლი ნავთობით დატვირთულმა სამმა ტანკერმა დატოვა. თუმცა მათ სპეციალური მონიტორინგის სისტემები გამორთული ჰქონდათ, რათა ირანის მხრიდან, რომელსაც სრუტე ჩაკეტილი აქვს, შესაძლო თავდასხმა თავიდან აერიდებინათ.

სრუტის თითქმის სრულად დახურვამ კი ნავთობის მწარმოებლები აიძულა, შეემცირებინათ ექსპორტი. შედეგად, აპრილში OPEC-ის ნავთობის წარმოება კიდევ უფრო შემცირდა და ბოლო ორ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

დაკავშირებული ამბები
თურქეთის და კატარის მთავრობები აშშ-ს და ირანს მოუწოდებენ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ „ამჟამად არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ჰანტავირუსი ფართოდ გავრცელდეს, თუმცა სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს“- WHO-ის ხელმძღვანელი