„ამჟამად არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ჰანტავირუსი ფართოდ გავრცედეს, თუმცა სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ესპანეთში განაცხადა, ის მადრიდს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს - მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ კანარის კუნძულებზე ინფიცირებული საკრუიზო ხომალდის ევაკუაცია წარმატებით დაასრულა და მგზავრები საკუთარ ქვეყნებში კარანტინში გაამგზავრა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძრვანელმა ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რომელსაც გემზე მყოფი მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ბოლო დღეებში აწყდებოდნენ, ხმელეთიდან მოწყვეტილ გემზე, სადაც 3 ადამიანი ჰანტავირუსმა იმსხვერპლა და არაერთი დაინფიცირდა. როგორც ტედროს ადანომ გებრეისუსი აღნიშნავს, საკრუიზო ხომალდის მგზავრებს საკმაოდ ფართო ინტერაქცია ჰქონდათ, შესაბამისად არ გამოირიცხება ვირუსის დადასტურებული შემტხვევების მომატება.
ტედროს ადანომ გებრეისუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძრვანელი:
„ამ წუთას არ არსებოს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ვირუსს ფართო გავრცელება ექნება თუმცა რა თქმა უნდა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, გრძელვადიანი საინკუბაციო პერიოდიდან გამომდინარე, შესაძლოა, უახლოეს კვირებში მეტი შემთხვევა ვიხილოთ. უნდა იტქვას, რომ მგზავრებთან ინტერაქცია საკმაოდ დიდი იყო, შესაბამისად ამიტომ გვაქვს მსგავსი მოლოდინი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მგზავრები, რომლებმაც ხომალდი დატოვეს, მათ შორის მიუვალ ადგილებში, ნაპოვნი არიან დიდი ბრიტანეთის ძალიან რთული ოპერაციის შედეგად და მათთან კონტაქტი უკვე დამყარებულია. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი არ ცობს საზღვრებს, ჩვენი ყველაზე ძლიერი იმუნიტეტი კი სოლიდარობაა. ისეთი,როგორიც მაგალიტად ესპანეტმა გვაჩვენ."
თავად ეპსანეთის მთავრობაში აქცენტს წარმატებულ ევაკუაციაზე აკეთებენ, რის გამოც მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც მიიღეს, არა მხოლოდ ქვეყნის შიდა რეგულაციების დაცვის,არამედ როგორც გებრეისუსი ამბობს, მორალური ვალდებულების შესრულების გამო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამგვარი სიტუაციების მართვის გაიდლაინებს გასცემს, თუმცა როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ქვეყნები საკუთარი სუვერენობის ფარგლებში ინდივიდუალურად შემუშავებულ საკარანტინე პროტოკოლს მისდევენ.
პედრო სანჩესი - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი:
„პროტოკოლი, რომელიც ესპანეთში გამოიყენება, 2 პისიარ ტესტს ითვალისწინებს, ერთი უკვე ჩატარდა, შემდგომი კი 7-8 დღეში უნდა ჩატარდეს.შედეგებზე დაყრდნობით სპეციალისტები მოგვცემენ რჩევებს,თუ რა ზომებია მისაღები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპეცტივიდან , რათა დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა. ამიტომ შეიძ₾ება იტქვას,რომ ეს კრიზისი ჯერ არ დასრუებულა და ესპანეთის მტავრობა გააგრძელებს მგზავრების ახლო მონიტორინგს“
ატლანტის ოკეანეში მცურავი საკრუიზო გემის მგზავრებზე მონიტორინგი ახლა მსოფლიოს არააერთ წერტილში გრძელდება, ამჯამად დაფიქსირებული ჰანტავირუსით 9 ინფიცირება, ასევე აკვირდებიან 2 საეჭვო შემტხვევას . საგულისხმოა რომ ადამიანიდან ადამიანზე ეს ვირუსი მარტივად არ ვრცელდება, რაც მორიგი პანდემიის თავიდან არიდების საქმეში ბევრს აიმედებს .
