კატეგორიები

საფინანსო ბაზარი აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე დიდ იმედებს არ ამყარებს

საფინანსო ბაზარი აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე დიდ იმედებს არ ამყარებს
Copyright AP
აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების მოახლოვებული შეხვედრის ფონზე ჰონგ-კონგის ბაზრებზე ცვლილებები მინიმალურია,

ინვესტორები დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის მოლოდინში არიან, რომლებს შორისაც ტარიფებსა თუ სხვა საკვანძო მიმართულებებზე შეთანხმებებმა შესაძლოა საფინანსო სექტორზე პოზიტიური ასახვა ფპოვოს. თუმცა ინვესტორების ნაწილი განსაკუთრებული მოლოდინებს არ ამყარებს, ფინანსური კომპანია Venturesmart Asia-ს დამფუზნებლის თქმით აშშ-ის პრეზიდენტი სამიტზე წამგებიანი პოზიციით ჩადის, რაც შედეგებს ვერ მოიტანს.

„დონალდ ტრამპი ზედმეტად იყო ირანით დაკავებული.  ფიქრობდა, რომ ირანის კრიზისს ორ კვირაში მოაგვარებდა, თუმცა უკვე ერთი თვე გავიდა და საკითხი კვლავ ღიაა.სწორედ  ამიტომ, ის ჩინეთში მიდის დაუმთავრებელი და გადაუჭრელი საქმეებით. ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ ჩინეთში მნიშვნელოვანი და შინაარსიანი ვიზიტი დაგეგმოს და გამართოს. ამიტომ, მისი ჩინეთში ვიზიტისგან ბევრს ნუ ელოდებით და არც იმას უნდა ელოდოთ, რომ აზიის ბაზრები მის ვიზიტს პოზიტიურად გამოეხმაურებიან. სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, მან ჩინეთში ვიზიტი საერთოდ უნდა გააუქმოს. ეს მისთვის მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობის ვიზიტია. მას სურს, მსოფლიოს იმპერატორივით მიეგებონ და პატივი მიაგონ. ეს მხოლოდ მისი თავოწონების დემონსტრირებაა და მეტი არაფერი. ხალხი მას ამის გამო ზემოდან შეხედავს, ნამდვილად“- აღნიშნა ფრანცის ლუნიმ.

სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი სამიტი 13-15 მაისსაა ჩანიშნული, წინასწარაა ცნობილი საკიტხები,რომლებიც მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის  ლიდერმა უნდა განიხილონ. მათ შორისაა ტაივანი და მისი შეიარაღება. ვაშინგტონმა იცის,რომ პეკინი აშშ-ის მხარდაჭერის წინააღმდეგია,რომელსაც ის კუნძულს სამხედრო თალსაზრისით უწევს. საკვანძოა ირანის თემა, რომელთანაც ჩინეთს ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვს, მათ შორის ნავთობის იმპორტის თვალსაზრისით. ჰორმუზში შექმნილმა კრიზისმაც პეკინიც აზარალა, თუმცა ამმხრივ ჩინეთი ამჟამად მაინც ყველაზე დაცულ სახელმწიფოდ გამოიყურეწბა, მის ხელთ არსებული საწვავის მარაგების გათვალისწინებით.

„ტაივანის საკითხი ორივე მხარისთვის უზარმაზარი მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის იმის გამო,რომ მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს, აშშ-ისთვის კი იმიტომ, რომ ტაივანი ახლო პარტნიორია, თავისი გეოგრაფიითა თუ დემოკრატიით. ამიტომ ტაივანი როგორც ეკონომიკურად, ისე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საკითხია.თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს თემა ამ მოლაპარაკებების მთავარი ნაწილი იყოს, საუბრის დიდი ნაწილი ირანში მიმდინარე ომს დაეთმობა, რადგან ეს გლობალური ეკონომიკისთვის დიდი შემაფერხებელი ფაქტორია. და, ისევ და ისევ, ჩინეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს ირანზე გავლენის მოსახდენად, ისეთი გზებითა და ბერკეტებით, რაც აშშ-ს პრაქტიკულად აღარ გააჩნია, ირანზე დაკისრებული სანქციების ფონზე „-ამბობს ფილიპ ლაკი, რომელიც სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ცენტრის ეკონომიკური პროგრამის დირექტორია.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ამჟამად სტაბილურია და დედაქალაქებს სურთ ეს სწორედ ასეთად დარჩეს. სწორედ ამიტომაა,რომ განსაკუთრებული გარღვევების მოლოდინი წინასწარ არ არსებობს. ცნობილია, რომ  ხარეები განიხილავნ ბირთვული შეიარაღებისა და ტექნოლოგიურ საკითხებს, შეეხებიან  ხელოვნურ ინტელექსტთან და კრიტიკულ მინერალებთან დაკავშირებულის მიმაღთულებებსაც,  საგულისხმოა, რომ ეს ჩინთში დონალდ ტრამპის პირველი ვიზიტია თითქმის ათწლეულის მანძილზე, ბოლოს ის სი ძნპისნ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ესტუმრა 2017 წელს. სულ ბოლოს პრეზიდენტები ერთმანეთს 2025 წლის ოქტომბერში, ამხრეთ კორეაში შეხვდნენ.

დაკავშირებული ამბები
საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, ყველა მგზავრმა დატოვა საფინანსო ბაზარი აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე დიდ იმედებს არ ამყარებს