უნგრეთმა უკრაინას ის ფული და ოქროულობა დაუბრუნა, რომელიც უკრაინული სახელმწიფო ბანკისგან ჰქონდა ამოღებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უნგრეთის ხელისუფლებას კონსტრუქციული მიდგომისთვისა და ცივილური და მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობებში.
„უნგრეთმა დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, უკრაინამ სრულად დაიბრუნა თავისი სახსრები და აქტივები, ასევე ოქრო, რომლებიც პრაქტიკულად ორბანის მმართველობის პერიოდში მოიპარეს. ოშადბანკის თანხების დაბრუნება ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილებაა უნგრეთის მხრიდან,. ჩვენ ამას ვაფასებთ და მივესალმებით იმას, რომ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში უნგრეთი კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ ასეთ ნაბიჯებს დგამს. ჩვენ, უკრაინაში, მზად ვართ ამ მხრივ წინსვლისთვის“-აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
5 მარტს უნგრეთის პოლიციამ დედაქალაქის მახლობლად „ოშადბანკის“ ინკასატორების მანქანა გააჩერა და ბანკის კუთვნილი 40 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობის თანხა. აგრეთვე 9 კილოგრამი ოქრო ამოიღო. ვიქტორ ორბანის ხელმძრვანელობით ბუდაპეშტი ამტკიცებდა, რომ ეს თანხა შესაძლოა დანაშაულებრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. დაიწყო გამოძიება დაიწყო ფულის გაეთრსების საქმეზე, უკრაინის მოქალაქეობის მქონე 7 პირს კი, რომლებიც საქმესთან იყვნენ კავშირში, უნგრეთმა ქვეყანა დაატოვებინა.
ინციდენტს დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა, კიევმა უნგრეთის ხელისუფლება სახელმწიფოებრივ ტერორიზმში დაადანაშაულა. ვიქტორ ორბანის მიერ წაგებული არცევნების შემდეგ, პრემიერობისთვის უკვე პიტერ მადიარი ემზადება, სულ ახლახან მან უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრა და ურთიერთობები გადატვირთვა შესთავაზა.
