კატეგორიები

„შეთანხმება შეთანხმებაა და ის უნდა შესრულდეს“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპს პასუხობს

„შეთანხმება შეთანხმებაა და ის უნდა შესრულდეს“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპს პასუხობს
„შეთანხმება შეთანხმებაა და ის უნდა შესრულდეს“ - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებას, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირში დამზადებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ამერიკულ მხარეს ახსენებს, რომ ვაშინგტონს არ აქვს უფლება ცალმხრივი ზომები მიიღოს, რადგან გასულ წელს მხარეებმა სულ სხვა შინაარსის შეთანხმებას მიაღწიეს. მის თანახმად   ევრტობლოკიდან აშშ-ში შესულ საქონელზე 15 %-იანი ტარიფი  შენარჩუნდებოდა.

„შეთანხმება შეთანხმებაა ! და ჩვენ ის გავაფორმეთ.  ამ გარიგების საფუძველი კეთილდღეობა, საერთო წესები და საიმედოობაა. ახლა ორივე მხარე ვახდენთ ამ გარიგების იმპლემენტაციას, თუმცა განსხვავებული დემოკრატიული პროცედურების გამოყენებით. ევროპული მხარე უკვე იმყოფება დარჩენილი სატარიფო ვალდებულებების შესრულების ფინალურ სტადიაზე. ჩვენ გვსურს, რომ ამ სამუშაომ მოიტანოს ორმხრივი სარგებელი, თანამშრომლობა და სანდოობა და ჩვენ ვართ მზად ყველანაირი სცენარისთვის“-აღნიშნა სომხეთში ვიზიტით მყოფმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას წინ უძროდა დონალდ ტრამპის მუქარა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ევროკავშირში დამზადებული ავტომობილების შემთხვევაში 2025 წლიდან მოქმედი 15 %-იანი ტარიფი 10%-ით გაიზარდოს,რაც ყველაზე მეტად გერმანულ ავტომწარმოებლებს დაარტყამდა.

ვაშინგტონი გერმანელი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის სიტყვებზე შემთხვევით არ განაწყენებულა, რომლითაც ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ირანი დონალდ ტრამპს ამცირებს და რომ ვაშიონგტონს წამოწყებული ომის დასრულების არანაირი სტრატეგია არ გააჩნია. ამის გამო ბერლინსა და ვაშინგტონს შორის ბოლო კვირაა რეპლიკები არაერთხელ გაიცვალა, თეთრ სახლში გერმანიიდან ამერიკული სამხედრო კონტიგენტის ნაწილის გაყვანაც სწორედ ამ კონტექტსში დაანონსდა, რამაც შეკიტხვები გააჩინა. თუმცა ვაშინგტონმა ტარიფების შესაძლო გაზრდის ოფიციალურ მიზეზად ბრიუსელის მიერ სავაჭრო გეგმის რატიფიკაციის ვადების დარღვევა დაასახელა.

დაკავშირებული ამბები
ირანი ევროპას ემუქრება, აშშ-ს არ მისცეს სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება ნატოში გერმანიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო გაყვანის შედეგებს სწავლობენ