ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამჟამად გერმანიიდან ამერიკული სამხედრო კომტიგენტის ნაწილის გაყვანის შედეგებს სწავლობს. ეს მას შემდეგ, რაც ევროპულ სახელმწიფოში დისლოცირებული სამხედროებიდან 5 000-ის შესაძლო გაყვანის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. ნატოში მიმდინარე პროცესების შესახებ ევრონიუსს ალიანსის თავდაცვის ძალების გაერთიანებული სარდლობის წარმომადგენელმა განუცხადა ევროპაში.
„ამჟამად ვითარება უცვლელია, როგორც ეს ნატოს პრეს-სპიკერმაც აღნიშნა უქმეებზე. ნატო აგრძელებს აშშ-თან მუშაობას,რათა უკეთ გააანალიზოს იმ გადაწყვეტილების შედეგები,რომელიც ხუთშაბათს დაანონსდა. ამისატის კი დაახლოებით 6-დან 12 თვემდე დროა განსაზღვრული. ამ დროის მანძილზე ეს საკითხები განხილვის პროცესში იქნება. კონტექსტითვის გეტყვით, რომ იმავე დღეს აშშ-ის გადაწყვეტილებით სხვა შეიარაღებული ბრიგადის დისლოცორება მოხდება ევროპაში ტეხასიდან, ასე რომ ამგვარი როტაცია საკმაოდ ხშირია. თქვენ გერმანელი ლიდერისგანაც მოისმინეთ, რომ ის არ გაუკვირვებია ამ გადაწყვეტილებას, ევროპაც საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს ნატოს გაძლიერებაზეც, დავამატებ იმასაც, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება ერთ ღამეში არ მიუღია და ამას როგორც ითქვა 6 დან 12 თვემდე დასრჭირდება.ამ დეტალებზე მუშაობ გრძელდება“- აღნიშნა ნატოს სარდლობის წარმოამდგენელმა ევროპაში,მარტინ ოდონალი.
თუმცა დონალდ ტრამპს მოკავშირეები გერმანიიდან სამხედრო კონტიგენტის გაყვანაზე წინასწარ არ გაუფრთხილებია, ამის შესახებ ნატოელებმა პრეზიდენტის სოციალურ პლათფორმაზე გამოქვეყნებული პოსტიდან შეიტყვეს.
გაჩნდა არაერთი შეკიტხვა ლოგისტიკასთან დაკავშირებით, მაგალითად იმის თაობაზე, თუ საიდან და როგორ მოხდება სამხედროების გაყვანა. ასევე უცნობია,თუ როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება თავდაცვითი ალიანსის საერთო საბრძოლო მზაობაზე. ალიანსში ამტკიცებენ, რომ მისიაზე ფოკუსირებულები რჩებიან და რომ ფართო სურათში ეს გადაწყვეტილება არაფერს შეცვლის და ნატო მზადაა და მზად იქნება შეაკავოს საფრტხე და დაიცვას ალიანსის თითოეული ტერიტორია.
