კატეგორიები

ჩინეთის მზარდი ამბიციების ფონზე, რეგიონი თავდაცვითი კავშირების გაღრმავებას ცდილობს

ჩინეთის მზარდი ამბიციების ფონზე, რეგიონი თავდაცვითი კავშირების გაღრმავებას ცდილობს
იაპონიამ და ფილიპინები თავდაცვითი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დოკუმენტს ხელი ტოკიოში ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის ვიზიტისას მოეწერა,როდესაც ის იაპონიის პრემიერ-მინისტრს, სანაი ტაკაიჩის ხვდებოდა.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი ორმხრივ ურთიერთობს ავამაღლებთ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე.იმ არეულობის ფონზე,რაც გლობალურად ვითარდება იაპონიასა და ფილიპინებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ისე გაიზარდა, როგორც არასდროს. ის საჭიროა, რათა  განვითარებული თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ხედვა განვახორციელოთ“- თქვა იაპონიის პრემიერ- მინისტრმა,სანაი ტაკაიჩიმ.

„ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რათა ჩვენი ურთიერთობები ახალ ჰორიზონტებზე გადაგვყავს.ერთობლივად ვაცხადებთ მოლაპარაკებების დაწყებას სამხედრო ინფორმაციის უსაფრთხოების შეთანხმებასა და ჩვენი საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის დასაცავად. ეს გააძლიერებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთნდობას“-აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოსმა.

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალი დოკუმენტი იმის ნათელი მაგალითია,თუ როგორ ცდილობს ტოკიო გააძლიეროს უსაფრთოებითი კავშირები რეგიონის სახელმწიფოებთან იმ ფონზე,როდესაც აზია ჩინეთის სამხედრო აქტივობების მიმართ შიშებს არ მალავს. ისინი ამყარებენ კავშირებს აშშ-სთანაც, იმ იმედით,რომ ეს აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებსი ბარიერი გახდება ჩინეთის ამბიციებისთის,რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

ტაიპეიში ჩინეთისგან მომდინარე საფრტრხეებზე კი დღესაც ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმდინარე კონფერენციაზე აღნიშნა,რომ კუნძული ჩინეთის მუდმივი ზეწოლის ქვეშაა, რის ფონზეც კონფლიქტის ყველანაირი გზით არიდებას ცდილობს. ხანგრძლივ მშვიდობას დიპლომატის აზრით ხელს სწორედ პეკინი უშლის.

„სტატუს-კვოს სწორედ ჩინეთი ცვლის. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით, ჩვენ ვმოქმედებთ აშშ-ის ინტერესებთან შესაბამისობაში. ჩვენს მიერ ამერიკული იარაღის შეძენა  მათთვისაც სასარგებლოა, რადგან პასუხისმგებლობის გაზიარებას უწყობს ხელს. ამიტომ რთულია დავინახოთ რაიმე მიზეზი, რატომ უნდა დააზიანოს შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ინტერესები და უარი თქვას ტაივანისთვის იარაღის მიყიდვაზე. ახლა მთავარი საკითხია, როგორ გავუმკლავდეთ  მუდმივი პრობლემების შემქმნელ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და სი ძინპნს, რადგან ისინი მუდმივად დაშინების მეთოდებს მიმართავენ. ეს არის საკითხი, რომელზეც რეაგირება ყველას გვმართებს.ჩვენს მოკავშირეებთან ერთად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორ ვუპასუხოთ საუკეთესოდ ასეთ ქცევას: სხვების ჩაგვრას, სტატუს-კვოს შერყევას და ძალის გამოყენებას მაშინ, როცა სხვები მათ მოთხოვნებს არ ემორჩილებიან. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დღეს ჩინეთის ძალაუფლების ზრდასთან ერთად დგას“-თქვა გამოსვლისას ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინ ჩია-ლუნგმა.

საგულისხმოა,რომ უმრავლესობაში ოპოზიციით წარმოდგენილ ტაივანის პარლამენტში სულ ახლახან 25 მილიარდი დოლარის ოდენობის ტავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც ორი მესამედით ჩამორჩება მთვრობის რეალურ მოთხოვნას, ეს იმ ფონზე,როდესაც კუნძულის სიახლოვეს ჩინეთი სამხედრო ყოფნით თავის პრეტენზიებს ყოველდღიურად უსვამს ხაზს.

დაკავშირებული ამბები
ჩინეთის მზარდი ამბიციების ფონზე, რეგიონი თავდაცვითი კავშირების გაღრმავებას ცდილობს ინდოეთში შესაძლოა ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდეს