კატეგორიები

ევროპარლამენტის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა
ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის დაძაბულობა იყო სომხეთში მიმდინარე „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტი გააკრიტიკა.

რობერტა მეცოლამა ევროპის საკანონმდებლო ორგანოს როლი მას შემდეგ დაიცვა, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მისი მნიშვნელობა ეჭვქვეშ დააყენა. რობერტა მეცოლამ სამიტზე სიტყვით გამოსვლა დაუგეგმავად მოითხოვა.

„ვფიქრობ, ყოველთვის ჯანსაღია ისეთი შეხვედრები, სადაც გარკვეული უთანხმოება არსებობს. თუმცა მსურს, ახლავე გავცე პასუხი და აღვნიშნო, რომ ევროპარლამენტი არის პირდაპირ არჩეული დემოკრატიული ორგანო, უმრავლესობის მიერ მიღებული რეზოლუციებით. იმის მიუხედავად, რომ შედეგები შეიძლება ზოგისთვის არასასიამოვნო იყოს, ჩვენ არასდროს შევცვლით ჩვენი მუშაობის წესს და ჩვენ მიერ დაკავებულ პოზიციებს“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

სამეტზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  ევროპარლამენტარები ისე იქცევიან, თითქოს მათი მიზანია, ყარაბაღის კონფლიქთან დაკავშირებით აზერბაინჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს აშშ-ის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო პროცესი დააზარალონ. ილჰამ ალიევმა ბრიუსელის მთავარი საკანონმდებლო ორგანო ცილისწამებასა და დისკრედიტაციულ საქმიანობაში დაადანაშაულა.

„ახლა რაც შეეხება ევროპარლამენტს. სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად, ეს ორგანო ამჯობინებს ძირი გამოუთხაროს მას. 2021 წლის მაისიდან, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ექვს თვეში, 2026 წლის 30 აპრილამდე ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანის მისამართით შეურაცხყოფებითა და სიცრუითა ა სავსე. უბრალოდ წარმოიდგინეთ - 14 რეზოლუცია ბოლო 5 წე  ლიწადში. ბოლო სულ რაღაც ოთხი დღის წინ, მიზანმიმართულად, სამიტის წინ მიიღეს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპარლამენტის ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის გამო ბაქო ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით წყვეტს.

ევროპარლამენტის კრიტიკის მიუხედავად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიესალმა ევროკომისიის ძალისხმევას მხარეებს შორის გააღრმაოს ურთიერთობები. ბრიუსელი ბაქოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას ცდილობს, მათ შორის ენერგო და სამხრეთ კავკასიის უსაფთხოების მიმართულებით.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით აშშ-ს გეგმები „შთამბეჭდავად მიდის“ ევროპარლამენტის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა