კატეგორიები

რამდენად შეძლებს ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის ინდუსტრიის გადარჩენას?

რამდენად შეძლებს ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის ინდუსტრიის გადარჩენას?
Copyright Euronews
“ამ ინტელექტუალური რევოლუციის მეშვეობით შეგვიძლია მთლიანად გარდავქმნათ ჯანდაცვის სისტემა, რათა შევამციროთ დაავადების ტვირთი და დავრწმუნდეთ, რომ მოქალაქეები მთელ ევროპასა და მსოფლიოში უფრო ჯანმრთელები იქნებიან მომავალში“, - განუცხადა ევრონიუსს ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე პასუხისმგებელი გლობალური სააგენტოს HealthAI-ის ხელმძღვანელმა.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი:  “ხელოვნური ინტეელქტი, რა თქმა უნდა, ჯანდაცვასაც უპირებს გარდაქნას. მაინც როგორ ტრანსფორმაციას ვიხილავთ ევროპაში მომდევნო რამდენიმე წელიწადში? შეგიძლიათ, ამაზე გვესაუბროთ?”

რიკარდო ბაპტისტა ლეიტე, HealthAI-ის ხელმძღვანელი: “ჩვენი კომპანია  “ჰელფ ეი-აი” Health AI  არის გლობალური არაკომერციული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ხელოვნურ ინტელექტსა და ჯანდაცვაზე, დაფუძნებულია ჟენევაში და თანამშრომლობს მთავრობებთან ეკოსისტემის შექმნაზე. გარდაქმნის თუ არა ხელოვნური ინეტელექტი ჯანდაცვას? ჩემი პასუხია - დიახ. საკითხავი ის არის, ეს უკეთესი იქნება ჯანდაცვისთვის, თუ - უარესი? იმას ვგულისხმობ, რომ თუ ახლავე დავიწყებთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას დღეს ევროპაში მოქმედ ჯანდაცვის მოდელებსა და სისტემებში, ძალიან დიდი რისკის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან ჩვენი ახლანდელი ჯანდაცვის სისტემები მთლიანად იმას ემსახურება, რომ ადამიანს მაშინ მიხედოს, როცა ის ავად გახდება. ისინი დავადების მართვის სისტემებია. ისე უნდა გავმართოთ სისტემა, რომ ის ყურადღებას ამახვილებდეს დაავადების პრევენციასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუ ხელოვნურ ინტელექტს მოქმედ ჯანდაცვის მოდელებს მოარგებ, დიდი რისკია იმისა, რომ ძალიან ეფექტურად აკეთო არაეფექტური საქმე. ამ ინტელექტუალური რევოლუციის მეშვეობით შეგვიძლია მთლიანად გარდავქმნათ ჯანდაცვის სისტემა, რათა შევამციროთ დაავადების ტვირთი და დავრწმუნდეთ, რომ მოქალაქეები მთელ ევროპასა და მსოფლიოში უფრო ჯანმრთელები იქნებიან მომავალში“.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი:  “მაინც რომელი დიდი პრობლემების გადაჭრაში შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, დაეხმაროს ჯანდაცვის სისტემას დღეს?”

რიკარდო ბაპტისტა ლეიტე, HealthAI-ის ხელმძღვანელი: “ხელოვნური ინეტელექტი უკვე მუშაობს. უკვე ახდენს ტრანსფორმაციას. პანდემიის დროსაც კი, როცა ახალ ვაქცინებზე მუშაობდნენ, თითქმის ყველა კომპანია მიმართავდა ხელოვნური ინეტელქტის ამა თუ იმ ფორმას. უკვე ვხედავთ, თუ როგორ იყენებენ ხელოვნურ ინეტელექტს კვლევისა და განვითარების, დიაგნოსტიკის, სხეულის კომპიუტერული გაშუქების დროს. კომპიუტერული დიაგნოსტიკის თითქმის ყველა მიმართულება იყენებს ამჟამად ხელოვნური ინეტელექტის ამა თუ იმ ფორმას, იგივე ითქმის თერაპიაზე, რობოტებსა და ქირურგიაზე, როდესაც ვირტუალური ასისტენტები ეხმარებიან ექიმებს გადაწყვეტილების მიღებაში კლინიკის პირობებში. ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის არაკლინიკურ მხარესაც ეხება, როდესაც საუბარია ფალსიფიკაციის აღმოჩენაზე, სადაზღვევო კომპანიებთან დავებზე - თითოეულ ამ სფეროს აქვს განვითარების პოტენციალი, რომ უკეთესი შედეგი დადოს, ხარჯი დაზოგოს და ამავე დროს ეფექტიანად გამოაჯანმრთელოს ადამიანი”.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი:   “ჯანდაცვის სიტემები ამჟამად ძალიან დიდი ფიანანსური წნეხის ქვეშ არიან. რამდენად შეძლებს ხელოვნური ინტელექტი, რომ ხარჯიც შეამციროს და თან პაციენტის მდგომარეობა გააუმჯობესოს?”

რიკარდო ბაპტისტა ლეიტე, HealthAI-ის ხელმძღვანელი: “თუ არაფერს გავაკეთებთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემები კრახს განიცდიან. ეს არ არის მდგრადი სისტემა. ხალხი სულ უფრო მეტად ავადდება. ვხედავთ, რომ მოსახლეობა ბერდება და თან უამრავი დაავადება ემართება. ამიტომ თუ ამ სისტემას მთლიანად არ შევცვლით, აღარ გვექნება საკმარისი რესურსი იმისა, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვაზე, როდესაც დასჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ არცერთი ჯანდაცვის მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი მსოფლიოში არასოდეს არ იტყვის, რომ აპირებს ჯანდაცვის სისტემის გაუქმებას იმის გამო, რომ ის გაკოტრდა. არადა, გაკოტრებაზე ჯანდაცვის სისტემაში მიანიშნებს მომლოდინე პაციენტების გრძელი სია. ვისაც ფული არ აქვს, ან შედარებით რთულ მდგომარეობაში იმყოფება, ის თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. ასე რომ, თუ მართლა გვინდა, უნივერსალური ჯანდაცვა დავნერგოთ, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეითავსოს ექიმი კონსულტანტების, ჯანდაცვის მუშაკების, ექთნებისა და ადმინისტრაციის პერსონალის ფუნქციები ისე, რომ ამჟამად არსებული სამუშაო ძალა რაც შეიძლება გავაძლიეროთ და მეტად გავუმარტივოთ ხალხს ცხოვრება”.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი:   “თუ ასეთი მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, მაინც რა რაოდენობის ინვესტიციები უნდა ჩავდოთ?”

რიკარდო ბაპტისტა ლეიტე, HealthAI-ის ხელმძღვანელი:  “როგორც ვხედავთ, უამრავი კომპანია მიდის ახლა საოცარი ინოვაციების გზით, მაგრამ მერე კედელს აწყდებიან. ისმის კითხვა - რატომ? იმიტომ, რომ ნდობის პრობლემა დგას. ამიტომ ჩვენი კომპანია თანამშრომლობს მთავრობებთან, ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ ისეთი მართვის სისტემა, რომ შევქმნათ გამართული რეგულირების  ეკოსისტემა, რათა ხელისუფლებამ და მარეგულირებელმა ორგანოებმა უკეთ შეძლონ ისეთი დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რომ მოქალაქეები და ჯანდაცვის მუშაკები ენდონ ტექნოლოგიებს. მაგრამ აქ უკვე თანხის საკითხი დგება. მილიარდები იდება კვლევასა და განვითარებაში, მაგრამ ვინ უნდა გადაიხადოს ეს ფული? თუ გვინდა, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი ახალ ტექნოლოგიებზე და არა მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებულ პირს, ჯანდაცვის სისტემა და სადაზღვევო სექტორიც უნდა ჩაერთოს საქმეში. მაგრამ ამჟამად პრობლემა ის არის, რომ არ გვაქვს ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების მოდელი, რომლის მეშვეობითაც შევაფასებდით ამა თუ იმ ტექნოლოგიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის მთავრობებთან ჩვენი თანამშრომლობის ერთი სფერო, თუ როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან უვარგისი და კარგი პროდუქცია. რადგან უამრავი ტექნოლოგია, რომლებიც აღგვითქვეს, რომ გაამართლებდა, არც ისე ეფექტიანი გამოდგა. აბა, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან კარგი და ცუდი? როგორ მივხვდეთ, რომ ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიებში ზედმეტს არ ვიხდით? ამიტომ ასეთი მოდელების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავცდეთ საპილოტე ეტაპს, რომელზეც დღეს ვიმყოფებით და გავაფართოოთ ტექნოლოგიების დანერგვა, რათა მათი დახმარებით შევძლოთ სისტემის ტრანსფორმაცია”.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი:  “ ამ ყველაფრის დაფინანსება ნამდვილად შეუძლიათ მთავრობებს, თუ უფრო მეტად კერძო ინვესტიციებისკენ უნდა გადავიხაროთ?”

რიკარდო ბაპტისტა ლეიტე, HealthAI-ის ხელმძღვანელი: “თუ გადახედავთ ბოლო გლობალურ ანგარიშს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ნახავთ, რომ ამჟამად არსებული ხელოვნური ინტელექტის პატენტების 61% ჩინეთს ეკუთვნის, 21% - ამერიკის შეერთებულ შტატებს და მხოლოდ 2% მოდის ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთზე. ეს საგანგაშო მაჩვენებელია. თუ დააკვირდები, ხელოვნურ ინტელექტსა და ჯანდაცვას ამერიკაში ძირითადად კერძო სექტორი აფინანსებს, ვენჩურული კაპიტალი. რაც შეეხება ჩინეთს, კიდევ ერთ ძლევამოსილ სახელმწიფოს, ამ სფეროებს იქ ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს. ევროპისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ ზუსტად ოქროს შუალედი დაიკავოს და ერთმანეთთან დააკავშიროს სახელმწიფო და კერძო სექტორები, რათა ითანამშრომლონ. ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია,  ევროპულმა ინსტიტუტებმა გააცნობიერონ, რომ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რომ მარეგულირებელმა ორგანოებმა შეძლონ, გამონახონ საერთო ენა იმ კომპანიებთან, რომლებიც ინოვაციებზე მუშაობას ნულიდან იწყებენ და გვერდით ედგნენ მთელი პროცესის განმავლობაში -  ტექნოლოგიების განვითარების დასაწყისიდან მათ ბაზარზე გატანამდე. თუ მართლა ვიპოვით ამ ოქროს შუალედს კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის, ევროპა ნამდვილად შეძლებს, წინ გადადგას ნაბიჯი და დაძლიოს ის ჩამოჩენა, რომელიც ახლა გვაქვს”.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი:  “ხელოვნურ ინტელექტს მონაცემები სჭირდება. მაგრამ ჯანმრთელობის შესახებ არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილეა საჭირო. როგორ შევძლებთ პირადი მონაცემების დაცვის გარანტიის გაცემას იმ დროს, როცა ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო მონაცემებთან უნდა დავუშვათ?”

რიკარდო ბაპტისტა ლეიტე, HealthAI-ის ხელმძღვანელი: “ჩემი აზრით, აქ, ევროპაში, ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს სხვა იურისდიქციებთან შედარებით, რადგან უკვე უამრავი კარგად გამართული რეგულაცია გვაქვს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით.  ევროპის ჯანდაცვის მონაცემების შესახებ კანონმდებლობა შესაძლოა ძალიან გამოგვადგეს ამ მხრივ მაშინაც კი, როცა ინოვაციების წახალისებაზე მიდგება საქმე, თუკი მონაცემებზე მხოლოდ დეველოპერებს დავუშვებთ. ერთ ასეთ კითხვას დავუსვამდი ხალხს: მთელ მსოფლიოში მოგზაურობის დროს ყველას თან მიაქვს საკრედიტო ბარათი ჯიბით და მსოფლიოს ნებისმიერი ბანკომატიდან შეუძლიათ ნაღდი ფულის აღება. არადა, ჩვენი ფინანსური ინფორმაცია ძალიან მოსაფრთხილებელია. ფინანსურმა სექტორმა შეძლო ისეთი კომერციული მოდელის დანერგვა, რომ ის გლობალურ სისტემად იქცა. ევროპაში ბევრგან თუ საავადმყოფოში ან პოლიკლინიკაში მოგიწია წასვლა, რომელიც ქუჩის გადაღმაა, იქ არ მიუწვდებათ ხელი შენი ჯანმრთელობის მონაცემებზე. ასე რომ, ეს ფუნდამენტური პრობლემაა, რომელიც უნდა გადავჭრათ. და სწორედ ამ მხრივ მგონია, რომ ევროპის ჯანდაცვის მონაცემების შესახებ კანონმდებლობა დაგვეხმარება არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ლოკალურ დონეზეც, რომელსაც მთავრობა პრიორიტეტად მიიჩნევს. თუ ეს მონაცემები საქონლად ითვლება, რომელიც ფული ღირს, რატომ არ შეიძლება, რომ ეს ფული გადავუნაწილოთ იმ ხალხს, რომელიც გაგვიზიარებს საკუთარ მონაცემებს და შექმნის ისეთ მოდელს,  რომლის წახალისებაც შესაძლებელი იქნება, თუნდაც ფულით, რათა ხალხი ჩაერთოს პროცესში და გააკონტროლოს, თუ როგორ აზიარებენ მათ ინფორმაციას. ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ შევქმნათ მონაცემების მართვის მოდელები, რომლებიც შეძლებენ ინოვაციის დაჩქარებას და, რაც მთავარია, ჯანდაცვას ყველასთვის გააუმჯობესებენ”.

ავტორები: ჰანა ბრაუნი, კამილე სიმონე  და ანგელა ბარნესი

დაკავშირებული ამბები
რამდენად შეძლებს ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის ინდუსტრიის გადარჩენას? „ინდუსტრიაში რევოლუციას მოვახდენთ“ - რამდენად შეძლებს მდგრადი ავიასაწვავი ავიახაზების საწვავის დეფიციტისგან დაცვას?