კატეგორიები

უკრაინასთან დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ, ისრაელმა არ მიიღო მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი

უკრაინასთან დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ, ისრაელმა არ მიიღო მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი
Copyright AP
როგორც ჩანს, უკრაინასა და ისრაელს შორის დიპლომატიური დავა დასრულდა. ისრაელმა არ მისცა უფლება  გემს, რომელსაც, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ისრაელის პორტში გადმოეტანა (დაეცალა) ტვირთი.

უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ გემზე არსებული  მარცვლეული რუსეთმა იმ ტერიტორიებიდან მოიპარა, რომლებიც მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს აქვს ოკუპირებული.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით, რადგან ეს აჩვენებს, რომ კიევის იურიდიული და დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს იძლევა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი ყველა იმ ხომალდისთვის, კაპიტნებისთვის, ოპერატორებისთვის, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებისა და მთავრობებისთვის, რომ არ შეიძინონ მოპარული უკრაინული მარცვლეული და არ გახდნენ ამ დანაშაულის თანამონაწილენი.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ „პანორმიტისს“, რომელიც ჰაიფაში გადმოტვირთვას ელოდა, 6,200 ტონაზე მეტი ხორბალი და 19,000 ტონა ქერი გადაჰქონდა.

ისრაელის იმპორტიორმა კომპანია „ზენზიპერმა“ განაცხადა, რომ გემს ტვირთის გადმოსაზიდად ალტერნატიული ადგილის პოვნა მოუწევს.

კომპანის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარემოებების გამო ორგანიზაცია იძულებული გახდა,  ამ ეტაპზე გემს ტვირთისთვის ალტერნატიული დანიშნულების ადგილის პოვნა მოუწევს.

საზღვაო მოძრაობის მონიტორინგის მონაცემები აჩვენებს, რომ გემი „პანორმიტისი“ ჰაიფის პორტიდან  საათში 9 მილით, თითქმის სრული სიჩქარით მოძრაობს. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ამჟამად უცნობია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევი მომავალშიც მიაქცევს ყურადღ ებას  ამ კონკრეტულ გემს  და გაავრცელებს ინფორმაციას მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ.

ისრაელსა და უკრაინას შორის დავა ამ კვირაში  მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის ხელისუფლებამ მსგავსი ტვირთის მქონე სხვა გემს ჰაიფის პორტში შესვლისა და  გადმოტვირთვის უფლება მისცა.

უკრაინამ 30 აპრილს განაცხადა, რომ ოფიციალურად მიმართა ისრაელს სატვირთო გემის დაკავების შესახებ, რომელსაც კიევის თქმით, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, რამაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დავა გაამწვავა.

თავდაპირველად ისრაელის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ უკრაინისგან არ ჰქონდათ  საკმარისი მტკიცებულებები. მათი თქმით,  კიევი ტვიტერის დიპლომატიას მიმართავდა.

დაკავშირებული ამბები
უკრაინასთან დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ, ისრაელმა არ მიიღო მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ს საერთაშორისო კოალიციის შექმნა სურს