კატეგორიები

“რუსეთს დიალოგი არ სურს და ამის მოთხოვნით თავი არ უნდა დავიმციროთ”-კაია კალასი

“რუსეთს დიალოგი არ სურს და ამის მოთხოვნით თავი არ უნდა დავიმციროთ”-კაია კალასი
Copyright Euronews
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი ევროკომისარი მიიჩნევს, რომ ევროპამ მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებების მცდელობებით საკუთარი თავი არ უნდა დაიმციროს.

კაია კალასი უკრაინაში რუსული აგრესიის დასრულებისთვის კრემლთან უფრო მკაცრი მიდგომების მომხრეა და მათ შესახებ მშობლიურ ესტონეთში ვიზიტის დროსაც ისაუბრა, სადაც ერთმანეთს ბალტიური და ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებოდნენ. ევროკავშირის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ევროპამ ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნებით სავსე მახეში არ გაებას.

„რუსეთს არ სურს არანაირ დიალოგში ჩაბმა, ჩვენ კი არ უნდა დავიმციროთ თავი იმით, რომ ვიყოთ მომთხოვნები ამ საკითხში, რომ „გთხოვთ, გევედრებით რომ დაგველაპარაკოთ“. პირიქით, უნდა ჩავაყენოთ ისინი იმგვარ პოზიციაში, რომ ვუბიძგოთ მოლაპარაკებებით თვალთმაქცობის ნაცვლად მართლაც გადავიდნენ მოლაპარაკებებზე. უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდიანი სესხითა და რუსეთისთვის დაკისრებული მე-20 სასანქციო პაკეტით ჩვენ მკაფიო სიგნალი გავგზავნეთ,რომ უკრაინას მივაწოდებთ ყველაფერს, რათა უკან არ დაიხიოს ვიდრე პუტინი გაიგებს, რომ მისი ომი არსაითკენ მიდის. უკრაინა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე რუსეთისთვის“- აღნიშნა კაია კალასმა.

დიპლომატის მოსაზრებით, მოსკოვი გრძელვადიანი სამხედრო კონფრონტაციისთვის ემზადება ევროპის წინააღმდეგ, მან ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციაში ევროპას სანდო შეკავების მექანიზმი ესაჭიროება. ევროკომისარს გვერდი არ აუვლია არც ირანში მიმდინარე ომისთვის და  ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ რუსეთის ენერგეტიკული იმპორტით გაზრდილი შემოსავლებისთვის, გამოეხმაურა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბარსაც.

**„უკრაინის ირგვლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები მართლაც ჩიხშია, ამ მხრივ ჯერ არაფერი ხდება. როდესაც ვხედავთ იმგვარ სატელეფონო ზარებს,როგორიც პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის გაიმართა, ის ტოვებს ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კიტხვას, იმის გათვალისწინებით,რომ რუსეთი ღიად უჭერს მხარს ირანის თითქოსდა ჰეროიკულ ბრძოლას აშშ-ის წინააღმდეგ. ნიშნავს ეს იმას,რომ რუსეთზე ზეწოლა გაზრდილია? რადგან ისეხმარებიან ირანს რომ აშშ-ის წინააღმდეგ ომი წარმართოს“-**აღნიშნავს დიპლომატი.

ევროპელი მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საუბრევს უკვე 10 მაისს გააგრძელებენ, რათა ბლოკის 27-მა სახელმწიფომ შეათანხმონ ის მოთხოვნები, რომლებიც ომის დასრულების სცენარის შემთხვევაში ევროპამ რუსეთს უნდა წაუყენოს.

დაკავშირებული ამბები
“რუსეთს დიალოგი არ სურს და ამის მოთხოვნით თავი არ უნდა დავიმციროთ”-კაია კალასი უკრაინასთან დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ, ისრაელმა არ მიიღო მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი