გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ სანამ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო გახდება, მანამდე ის „ასოცირებული წევრი“ უნდა გახდეს. ეს წინადადება მიზნად ისახავს ქვეყნის ბლოკში გაწევრების მცდელობის ორწლიანი ჩიხის დაძლევას.
ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში მერცმა განაცხადა: „ახლა დროა, თამამად გავაგრძელოთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია ინოვაციური გადაწყვეტილებების გზით, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი“.
მერცის თქმით, სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში რატიფიკაციასთან დაკავშირებული პოლიტიკური სირთულეების გათვალისწინებით, ევროკავშირი ვერ შეძლებს გაწევრების პროცესის მალე დასრულებას.
მერცი ამტკიცებს, რომ ასოცირებული სტატუსით უკრაინას ხმის მიცემის უფლების ან სპეციალური პორტფელის გარეშე ექნება წვდომა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებზე, როგორებიცაა - ევროპის საბჭო, ევროკომისია და ევროპარლამენტი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კიევს საშუალებას მისცემს, რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში სხვა წევრი სახელმწიფოებისგან დახმარება მოითხოვოს.
მერცმა ეს იდეა პირველად გასულ თვეს კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტზე წამოაყენა, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო სიმბოლური წევრობის ნებისმიერი წინადადება, რადგან მისი მიზანი დაჩქარებული წესით გაწევრებაა.
მერცმა დასძინა, რომ ასოცირებულიწევრობისწინადადება, რომელსაცისტორიაშიპრეცედენტიარაქვს, ნამდვილად გააჩენს გარკვეულ კითხვებს.
