კატეგორიები

კვიპროსი: რა გავლენა აქვს ირანის ომს კონფლიქტის ზონასთან ყველაზე ახლოს მდებარე ევროკავშირის საზღვრისპირა რეგიონზე

კვიპროსი: რა გავლენა აქვს ირანის ომს  კონფლიქტის ზონასთან ყველაზე ახლოს მდებარე ევროკავშირის საზღვრისპირა რეგიონზე
Copyright Euronews
კვიპროსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურ ქვეყნად ითვლებოდა, ახლა  არაპროგნოზირებადი და გაფართოებული კონფლიქტის სტრატეგიული ფრონტის ხაზია.

კუნძული თავის დროზე ჩიხში მოაქციეს გლობალური გავლენის მქონე სახელმწიფოებმა, რეგიონულმა დაძაბულობამ და განხეთქილებამ, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ამ კუნძულს ორად ყოფს. ახლა კი კვიპროსი კრიტიკულ გეოპოლიტიკურ ნაპრალად იქცა.

ბრიტანეთის აკროტირისა და დეკელიის ორი სამხედრო ბაზა 250 კვადარატული კილომეტრის ფართობს იკავებს, რაც კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. ეს ფართობი ბაზების გარდა კიდევ სხვა ტერიტორიბსაც მოიცავს, რომელიც კურიონის მუნიცპალიტეტის 60%-ს ფარავს და სადაც 40 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

სოფელი აკროტირი, რომელიც სამხედრო ბაზებს ესაზღვრება, უკვე დიდი ხანია შეეჩვია თვითმფრინავების გრუხუნს, საერთაშორისო პატრულსა და იმ აზრს, რომ არასტაბილური რეგიონის განაპირას ცხოვრობენ. სოფლის მოსახლოებოს მესამედი ამ ბაზებზეა დასაქმებული. დორნის თავდასხმას არეულობა მოჰყვა.

„სირენების ხმა ისმოდა, მაგრამ არავის მოუცია ჩვენთვის მკაფიო ინსტრუქცია“, - ამბობს ჯორჯ კონსტანტინუ, აკროტირის მერის მოადგილე.

„იზოლირებულმა ინციდენტმა“ - როგორც მას ოფიციალური პირები უწოდებენ, გარკვეული ხარვეზები გამოავლინა: კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლებას რაიმე ზომის მიღების არავითარი უფლება არ აქვს ბრიტანეთის სუვერენული ბაზის  (SBA) ტერიტორიაზე, რის გამოც საგანაგებო ვითარების დროს მათი შესაძლებლობები შეზღუდულია.

სტრატეგიული აქტივი თუ საფრთხე?

ბრიტანეთის სამხედრო ბაზების საკითხი ზალიან დიდხანს მგრძნობიარე თემად რჩებოდა კვირპოსელებისთვის. 1960 წესლ, როდესაც კვირპოსმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ბრიტანეთმა ეს ტერიტორია მაინც შეინარჩუნდა, რის გამოც ზოგიერთი ამ ბაზებს კოლონიალიზმის მემკვიდრეობად მიიჩნევს.

დრონით თავდასხმის შემდეგ  კვიპროსის მემარჯვენე მთავრობამ  ბაზების განთავსების საკითხი წამოჭრა, რომელიც უკვე კარგა ხანია პოლიტიკური უთანხმოების საგანია.

„ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ბაზები საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას“, - პანტელის გეორგიუ, კურიონის მუნიციპალიტეტის მერი.  „უფრო მკაფიოდ გაიმიჯნოს, ვისი მთავრობა რაზეა პასუხისმგებელი, განსაკუთრებით სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში.“

კვიპროსი, რომელიც ამჟამად ევროპის კავშირის საბჭოს როტაციული პრეზიდენტია, ნატოს წევრი არ არის და თავდაცვის თვალსაზრისით მოკავშირეების იმედზეა. დრონით თავდასხმის შემდეგ საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა კვიპროსზე საკუთარი საზღვაო ძალები გაგზავნეს. საბერძნეთმაც გაგზავნა სამხედრო დახმარება, დიდმა ბრიტანეთმა კი პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებს კვიპროსში განთავსებული  სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მისცა „თავდაცვითი ოპერაციებისთვის.“

უსაფრთხოების კუთხით შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ქვეყნის მტავრობა ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს. ყურადღებას ძირითადად  ეკონომიკაზე ამახვილებენ - განსაკუთრებით ტურიზმზე. ეს მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 12%-ს შეადგენს, ძალიან დაუცველია ისეთი გარე შოკების მიმართ, როგორიც კონფლიქტია. ამ ინდუსტრიის ლიდერები ამბობენ, რომ დრონის თავდასხმას გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა შედეგმა არ დააყოვნა და მარტში ტურისტურლი სეზონის გახსნისთანავე სასტუმროებში ჯავშნის რაოდენობა 40%-ით შემცირდა.

ოფიციალური პირბეი აცხადებენ, რომ სექტორზე საბოლოო გავლენა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი.

ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა კვიპროსის საკუთარი პოლიტიკური განხეთქლიების პრობლემა კიდევ უფრო გააღვივა.

კუნძულზე საბერძნეთთან შეერთების  მიზნით მომხდარი გადატრიალების შემდეგ, რომელსაც საბერძნეთი უჭერდა მხარს, 1974 წელს კვიპროსზე თურქეთი შეიჭრა. და მას შემდეგ კუნძული ორად არის გახლეჩილი. ერთ მხარეს დგას კუნძულის სამხრეთით მდებარე საერთაშორისოდ აღიარებული და ევროკავშირის წევრი კვიპროსის რესპუბლიკა, მეორე მხარეს კი -   ჩრდილოეთ კვიპროსის თვითაღიარებული თურქული რესპუბლიკა, რომელსაც მხოლოდ თურქეთი ცნობს. ორივე მხარეს გაიზარდა სამხედრო ძალა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა საკუთარი სამხედრო ძალები განალაგეს სამხრეთში, პასუხად ანკარამ F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები გაგზავნა ჩრდილოეთისკენ, რასაც დავა მოჰყვა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიმდინარე რეგიონული კრიზისი კუნძულის გაერთიანების შესაძლებლობას ახლო მომავალში კიდევ უფრო ამცირებს.

კვიპროსში ცხოვრება თითქმის  ძველებურად  მშვიდად გრძელდება. თუმცა სინამდვილში ომმა უკვე მოახდიან გავლენა კუნძულის ცხოვრებაზე, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური და ეკონომიკური კუთხით.

ფიზიკუარდ კვიპროსი შორის არის ფრონტის ხაზიდან, მაგრამ ომის გავლენა მაინც აისახება კუნძულზე. საკითხი აღარ დგას ასე, აისახება თუ არა ომი კუნძულზე. ახლა საკითხავი ის არის, რამდენად შორსმიმავალი იქნება ეს გავლენა.

ავტორი: მონიკა პინა

დაკავშირებული ამბები
“რუსეთს დიალოგი არ სურს და ამის მოთხოვნით თავი არ უნდა დავიმციროთ”-კაია კალასი უკრაინასთან დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ, ისრაელმა არ მიიღო მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი