კანადა ქვეყანაში ისლამური რევოზულიიც გუშაგთა კორპუსის წევრების შემოსვლას უარყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი საუბრობს. ამას წინ უძღოდა ოტავას მიერ ირანის საფეხბურთო ფედერაციის დელეგაციის რამდენიმე წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა, რადგან ისინიწარსულში ამ ტერორისტული დაჯგუფების წევრებს შორის ირიცხებოდნენ. შედეგად მათ ტორონტოს აეროპორტში შესვლის უფლება არ მისცეს. რის გამოც ისინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვანკუვერი ჩანიშნულ შეკრებას გამოტოვებენ.
„ ჩენი სისტემის გათვალისწინებით, მე არ შემიძლია კონკრეტულ ინდივიდებთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება, თუმცა შემიძლია კონკრეტული ფაქტების შესახებ გაუწყოთ. კერძოდ, ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელებული ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებს ეკრძალებათ ჩენს ქვეყანაში შემოსვლა და ისინი ვერ შემოვლენ ჩვენს ქვეყანაში.ამ მხრივ სერიოზულ სკრინინგს ვატარებთ და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ დაჯგუფების არცერთი წევრი ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა.ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები. ამ აკრძალვის ფარგლებში ჯამში ჩვენ გუშაგთა კორპუსის 20 000 წევრს ავუკრძალეთ შემოსვლა“- აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.
ირანული საინფორმაციო სააგენტო ტანსიმის ინფორმაციით აეროპორტიდან სამშობლოში გააბრუნეს ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მეჰდი ტაჯი, გენერალური-მდივანი, ჰადაიატ მომბენი და მისი მოადგილე, ჰამედ მომენი. ეს ირანში შეფასდა, როგორც „საემიგრაციო სამსახურის მიუღებელი ქცევა“.
ირანის დელეგაცია ვანკუვერში ფიფას კონგრესზე დასასწრებად მიემგზავრებოდა რომელზეც 221 ქვეყნის სპორტული ასოციაციები იყრის თავს, რათა 2026 წელს მექსიკაში,კანადასა და აშშ-ში დაგეგმილი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამუშაოები გაიარონ. სკანდალები არც ამ შეკრებას აკლდა. იქ პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვვანელმა უარი განაცხადა ხელი ჩამოერთა ისრაელელი კოლეგისთვის. ამას მოჰყვა ფიფას პრეზიდენტის განცხადება დარბაზში.
„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ პრეზიდენტო რაჯუბ და ვიცე პრეზიდენტო სულიმან. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, მოდით ვიმუშაოთ ერთად,რათა მივცეთ იმედი ჩენს ბავშვებს. ჩვენ არაჩვეულევბრივი შეჯიბრი გვაქვს 15 წლამდე ახალგაზრდებსთვის, სადაც 221 ქვეყანას მოვიპატიჟებთ. ბავშვებს მთელი მსოფლიოდან ! გთხოვთ ვიმუშაოთ ერთად, თქვენ ამაში მტელი დარბაზის მხარდაჭერა გაქვთ“- მიმართა მხარეებს FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტიტომ.
თავად ირანის ფეხბურთის ფედერაციის ტორონტოდან გაბრუნება კიდევ ერთი ნიშანია იმ პოლიტიკური გართულებებისა, რომელიც ირანის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას თან ახლავს. ეს ფიფასთვის დიდ თავის ტკივილად იქცა. მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა თეირანთან სამხედრო კონფრომტაცია დაიწყეს.
