კატეგორიები

ემანუელ მაკრონი სამხედრო სწავლების Orion 2026-ის დასკვნით ეტაპს დაესწრო

ემანუელ მაკრონი სამხედრო სწავლების Orion 2026-ის დასკვნით ეტაპს დაესწრო
Copyright Euronews
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღმოსავლეთ საფრანგეთს ეწვია. იგი მრავალკვირიანი სამხედრო სწავლების Orion 2026-ის დასკვნით ეტაპს დაესწრო. თებერვლიდან აპრილამდე მიმდინარე წვრთნები ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთისთვის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო მანევრებად ითვლება.

მაკრონის განცხადებით, სწავლებამ ნათლად აჩვენა ევროპული ძალების სანდოობა და მათი უნარი, ერთობლივად იმოქმედონ ასეთი მასშტაბის ოპერაციებში, სადაც საფრანგეთი წამყვანი ქვეყნის როლს ასრულებს. მისი თქმით, ეს არის მკაფიო სიგნალი როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ მათ შეუძლიათ გაერთიანება და მსგავს მისიებში კოორდინირებული მოქმედება.

,,ევროპელებმა საკუთარი თავდაცვის მიმართ უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და, შესაბამისად, გააძლიერონ ნატოს მიერ უზრუნველყოფილი თავსებადობა. ამასთან, უნდა შევძლოთ, რომ ჩვენ ირგვლივ და ჩვენთან ერთად გავაერთიანოთ სხვა ევროპული შეიარაღებული ძალებიც. მსურს  განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო  ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან. ესენი არიან  ჩვენი ბრიტანელი და გერმანელი მეგობრები, რომლებიც სარდლობის სტრუქტურაში არიან ინტეგრირებული.  ასევე მივესალმები ჩვენს თანამებრძოლებს ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან და პოლონეთიდან, რომლებმაც ამ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. დიდი მადლობა, რომ დღეს საღამოს ჩვენთან ხართ. თქვენი ყოფნა იმ ძალას ასახავს, რომელიც ევროპას შეუძლია ჰქონდეს“ - განაცხადა ესაფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი სახმელეთო და საჰაერო მანევრებს აკვირდებოდა, განსაკუთრებული ყურადღება კი არმიის მართვის სისტემებსა და მაღალი ინტენსივობის საბრძოლო შესაძლებლობებზე გაამახვილა.

Orion 2026-ის ფარგლებში საფრანგეთი ცდილობს, აჩვენოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ევროპაში მრავალეროვნული სამხედრო ძალის ხელმძღვანელობისთვის. სწავლების დასკვნით ფაზაში დაახლოებით 12 000 სამხედრო იყო მობილიზებული, პროცესში კი 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

დაკავშირებული ამბები
ემანუელ მაკრონი სამხედრო სწავლების Orion 2026-ის დასკვნით ეტაპს დაესწრო პარიზის კატაკომბები დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიხსნა