კატეგორიები

დროშით დაბრმავებული: ბენქსის ახალი ქანდაკება ლონდონის ცენტრში

დროშით დაბრმავებული: ბენქსის ახალი ქანდაკება ლონდონის ცენტრში
Copyright Euronews
ლონდონის ცენტრში სულ ახლახან გამოჩენილი ეს ქანდაკება იდუმალმა არტისტმა, რომელსაც მსოფლიო ბენქსის სახელით იცნობს, საკუთარ ნამუშევრად გამოაცხადა.

სკულპტურა აქ ერთ ღამეში გაჩნდა და საზოგადოების ყურადღება უმალვე მიიქცია.

ფიგურა, რომელიც სენტ ჯეიმსის რაიონში დგას, კოსტუმში გამოწყობილ მამაკაცს ასახავს. მას დროშა სახეს სრულად უფარავს. წინ გადადგმული ნაბიჯი კი პედესტალის კიდეს სცილდება, რაც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ კვარცხლბეგიდან იგი შეიძლება ნებისმიერ წამს ჩამოვარდეს.

როგორც ანონიმი ხელოვანის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, ფიგურა ლონდონის ისტორიულ რაიონში ღამით დადგეს. სიახლოვეს სხვა სკულპტურებთან ერთად დგას მეფე ედუარდ VII-ის, ფლორენს ნაიტინგელის ქანდაკებები, ასევე, ყირიმის მემორიალი.

ბენქსიმ, რომელსაც საკუთარი ვინაობა არასდროს გაუმჟღავნებია, კარიერა ინგლისის ქალაქ ბრისტოლიდან დაიწყო. თავის პოლიტიკური მესიჯებით დატვირთული ნამუშევრებით დღეს იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტია.

დაკავშირებული ამბები
დროშით დაბრმავებული: ბენქსის ახალი ქანდაკება ლონდონის ცენტრში კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში