კატეგორიები

ჩრდილოეთ ლონდონში ებრაული წარმომავლობის ორი მამაკაცი დანით დაჭრეს

ჩრდილოეთ ლონდონში ებრაული წარმომავლობის ორი მამაკაცი დანით დაჭრეს
Copyright Euronews
პოლიციის ცნობით, ლონდონის ჩრდილოეთით ორი ებრაელი მამაკაცი  დანით დაჭრეს. მიმდინარეობს გამოძიება.  საქმე  ტერორისტულ აქტად არის კვალიფიცირებული.

ებრაული უსაფრთხოების ჯგუფის, „შომრიმის“ ცნობით, დანით შეიარაღებული მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის გოლდერს გრინ როუდზე დარბოდა და ებრაული წარმომავლობის პირების  დაჭრას ცდილობდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„დღეს დილით, 11:16 საათზე, ბარნეტში, ჰაიფილდ ავენიუზე, 76 და 34 წლის ორ მამაკაცს თავს დაესხნენ. ისინი დანით არიან დაჭრილი. ამჟამად  საავადმყოფოში იმყოფებიან.  შეიარაღებული მამაკაცი ინციდენტზე რეაგირების მიზნით მისულ მეტროპოლიტენის პოლიციის თანამშრომლებსაც დაესხა თავს. პოლიციამ 45 წლის მამაკაცის დასაკავებლად   ელექტროშოკი გამოიყენა.“ - განაცხადა ანტიტერორისტული პოლიციის უფროსმა, ლორენს ტეილორი.

პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ეს  შემაშფოთებელი ინციდენტია.

„ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ გამოძიების მხარდასაჭერად.  ნათლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, გავუმკლავდეთ მსგავს დანაშაულებს, რომლებიც ბოლო დროს ძალიან გახშირდა.“ - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.

კონტრტერორისტული პოლიცია ამჟამად იძიებს, უკავშირდება თუ არა ეს ინციდენტი ბოლოდროინდელ თავდასხმებს ლონდონის სინაგოგებსა და სხვა ებრაულ თემებზე.

დაკავშირებული ამბები
ჩრდილოეთ ლონდონში ებრაული წარმომავლობის ორი მამაკაცი დანით დაჭრეს დიდი ბრიტანეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” გემების დაკავებას შეძლებს