დონალდ ტრამპი გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის შემცირების ალბათობაზე საუბრობს, მას შემდეგ რაც მასსა და ფრიდრიხ მერცს შორის ურთიერთობები გართულდა.
აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილოა გერმანელი კანცლერის სკეპტიკური დამოკიდებულებით ირანში მიმდინარე ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი აქტორიც სწორედ შტატებია. ფრიდრიხ მერცი მანამდე აცხადებდა, რომ ომის დასრულების დიპლომატიური მცდელობები არაეფექტურია და რომ აშშ-ს ამ საკითხში სტრატეგია არ გააჩნია. შედეგმა არ დააყოვნა, თეთრი სახლი ევროპელ პარტნიორთან ირიბ სიგნალს გზავნის.
„ამერიკის შეერთებული შტატები სწავლობს და გადახედავს გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის შესაძლო შემცირების საკითხს,გადაწყვეტილება კი ხანმოკლე პერიოდში იქნება მიღებული. მადლობა თქვენი ყურადღებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით !”- დაწერა პრეზიდენტმა.
ჯერ კიდევ გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას ფრიდრის მერცი ამტკიცებდა, რომ მასსა და დონალდ ტრამპს შორის საუკეთესო ურთიერთობა არსებობს. ამაზე კითხვა კი მას შემდეგ დაისვა,რაც ამერიკის პრეზიდენტი მას სოციალურ ქსელში დაესხა თავს და აღნიშნა,რომ გერმანიის კანცლერს წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რაზე საუბრობდა.
საგულისხმოა, რომ ამერიკული კონტიგენტის შემცირებაზე დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პირველ ვადაში დაიწყო საუბარითუმცა ეს არასოდე განუხორციელებლია,მოგვიანებით ამაზე საუბრები უკვე სხვა კონტექტსით უკვე თვის დასაწყისშიც განახლდა.
არავინ იცის,ბერლინში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის შემცირებაზე დონალდ ტრამპის განცხადება რეალური განზრახვაა თუ მხოლოდ ბერლინის დაშინების მცდელობა, თუმცა კითხვები მან უკვე გააჩინა. რადგან, სამხედრო ბაზა გერმანიაში საქველმოქმედო ჟესტი არ არის და ის აშშ-ის სახმედრო დომინაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამჟამად ევროპაში შტატებს 68 000 აქტიური სამხედრო პირი ჰყავს გაგზავნილი,მათგან 36 400 გერმანიაში.
გერმანია ნატოს წევრი პირველი სახელმწიფო არაა, ვის ლიდერსაც აშშ-ის პრეზიდენტი აკრიტიკებს გამოთქმული განსხვავებული აზრისა ან მათგან მიღებული უარის შემდეგ. ასეთი იყო ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია. ვაშინგტონში ისიც კი ითქვა, რომ ნატოსთან თანამშრომლობის გადახედვა გარდაუვალია. გერმანიაში კონტგენტის შემცირების შესახებ საუბრები კი ამ დისკუსიის უკვე ახალი ნაწილია.
ვაშიგტონი მოკავშირეებზე მას შემდეგ განაწყენდა,რაც ირანში წამოსყებული სამხედრო კამპანიისას ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის საზღვაო ძალების გაგზავნაზე და საკუთარი ბაზების გამოყენებაზე შტატებს უარი უთხრეს. ცნობილია ისიც, რომ ირანში ომის დაწყების თაობაზე ტრამპს არცერთი ნატოელი პარტნიორი არ გაუფრთხილებია,თუმცა მათი უპირობო დახმარების იმედი ჰქონდა.
