კატეგორიები

აშშ-ში დონალდ ტრამპის გამოსახულებით შეზღუდული რაოდენობის პასპორტებს გამოუშვებენ

აშშ-ში დონალდ ტრამპის გამოსახულებით შეზღუდული რაოდენობის პასპორტებს გამოუშვებენ
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსახულებით შეზღუდული რაოდენობის პასპორტებს გამოუშვებენ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა სამშაბათს განაცხადა.

ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა — აქამდე ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი პასპორტზე არასდროს გამოუსახავთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ვიზუალური მასალების მიხედვით, ტრამპის პორტრეტი პასპორტის ერთ-ერთ გვერდზე იქნება გამოსახული, მის მოპირდაპირედ კი ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის ამსახველი სცენა დაიკავებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტომი პიგოტის თანახმად, დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებით გაცემულ პასპორტებს გაუმჯობესებული ვიზუალური ელემენტები ექნება, თუმცა ამავდროულად „უსაფრთხოების იმ მახასიათებლებს შეინარჩუნებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ დოკუმენტად აქცევს“.

ამასთან, უკვე გაცხადებულია გეგმა საიუბილეო ოქროს მონეტის გამოშვების შესახებაც, რომელზეც დონალდ ტრამპის გამოსახულება იქნება დატანილი. სახაზინო დეპარტამენტში იმასაც ამბობენ, რომ ქაღალდის ფულზე მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერა გამოჩნდება — ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ესეც პირველად ხდება.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დონალდ ტრამპის გამოსახულებით შეზღუდული რაოდენობის პასპორტებს გამოუშვებენ კოულ ტომას ალენს ბრალი აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში წარედგინა